ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ცნობით, 2014-15 წლების სეზონის ყველაზე პროგრესირებად კალათბურთელად “ჩიკაგო ბულზის” ერთ-ერთი ლიდერი ჯიმი ბატლერი დასახელდა.
ბატლერი გასულ სეზონში საშუალოდ მატჩში 13.1 ქულას აგროვებდა ხოლო, წლევანდელ სეზონში ჯიმი საშუალოდ 20 ქულას აგდებდა. ასევე ბატლერი საშუალოდ 5.8 მოხსნას, 3.3 ჩაჭრას და 1.8 პასს აკეთებს.
წლის ყველაზე პროგრესირებადი კალათბურთელის ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ: დრაიმონდ გრინი (“გოლდენ სტეიტი”), ჰასავ უაიტსაიდი (“მაიამი”), რუდი გობერტი (“იუტა ჯაზი”), კრის მიდელტონი (“მილუოკი ბაქსი”)