კალათბურთი

13:32 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კავალერიამ” “ხარებს” მოუგო, “ჰიუსტონმა” ანგარიში გაათანაბრა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურო ასოციაციის ფლეო ოფის 2 მატჩი გაიმართა. “კლივლენდ კავალიერსი” საკუთარ დარბაზში “ჩიკაგო ბულზს” დაუპირისპირდა და შეხვედრის ბედი პირველსავე პერიოდში გადაწყვიტა. ბლატის შეგირდებმა პირველი პერიოდი 38:18 მოიგეს, საბოლოდ კი 106:91 იმარჯვეს. “კავალიერსს” ტრავმის გამო კევინ ლავი კვლავ ვერ ეხმარება. გუნდს ლებრონ ჯეიმსმა 33 ქულით ულიდერა. “ხარებში” 18 ქულით ჯიმი ბატლერი გამოირჩა. სერიაში ანგარიში 1:1 გახდა. მესამე შეხვედრა 9 მაისს ჩიგაკოში გაიმართება.

“ჰიუსტონ როკითსი” შინ კრის პოლის გარეშე მოასპარეზე “კლიპერსს” შეხვდა და 115:109 მოუგო. მატჩში გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა. რომელშიც ტეხასელებმა 32:24 იმარჯვეს. “ჰიუსტონში” ტრადიციულად საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც გუნდა 32 ქულა და 7 პასი შესძინა. “კლიპერსში” 34 ქულით და 15 მოხსნით ბლეიკ გრიფინი გამოირჩა. სერიაში ანგარიში 1:1 გახდა მესამე შეხვედრა ლოს ანჯელესში 9 მაისს გაიმართება.

“კლივლენდ კავალიერსი” – “ჩიკაგო ბულზი” 106:91 (38:18, 26:27, 23:26, 23:26, 19:20)

“კლივლენდი”: ჯეიმსი (33 ქ. 8 მ. 5 პ.), ირვინგი (21 ქ.), ჯონსი (17 ქ.), შამპერტი (15 ქ.7 მ.), დელავედოვა (9 ქ. 9 პ.), მოზგოვი (6 ქ.), ტომპსონი (5 ქ.)

“ჩიკაგო”:ბატლერი (18 ქ.), როუზი (14 ქ. 10 პ.), გიბსონი (11 ქ.), გასოლი (11 ქ.), ჰაინრიხი (8 ქ.), მიროტიჩი (8 ქ.), დანლივი (8 ქ.), ბრუქსი (4 ქ.), ნოა (4 ქ. 7 მ.), სნელი (3 ქ.), მოჰამედი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=_eEpZwdsE74

სერიის ანგარიში 1:1

“ჰიუსტონ როკითსი” – “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 115:109 (35:24, 21:41, 27:20, 32:24)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (32 ქ. 7 პ.), ჰოვარდი (24 ქ. 16 მ. 4 ბ.), არიზა (15 ქ. 13 მ.), ბრიუვერი (11 ქ.), ჯონსი (10 ქ. 8 მ.), ტერი (10 ქ.), სმიტი (9 ქ.), პრიჯიონი (5 ქ.)

“კლიპერსი”: გრიფინი (34 ქ. 15 მ.), კროუფორდი (19 ქ.), ჯორდანი (16 ქ. 12 მ.), რედიკი (10 ქ.), ჰადსონი (5 ქ.), ბარნსი (6 ქ.), დევისი (4 ქ.), თურქოღლუ (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=B8CJnb1llHA

სერიის ანგარიში 1:1

0.060335