ფეხბურთი

11:57 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძე აზიის ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

ტაშკენტის “ფახთაქორი”, რომლის კაპიტანი კახა მახარაძეა. აზიის ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

გადამწყვეტ მატჩში უზბეკებმა თავის მოედანზე საუდის არაბეთის “ალ შაბაბთან” 0:2 დამარცხდა და B ჯგუფში 6 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა.

მახარაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს, ხოლო 65-ე წუთზე “ალ-შაბაბმა” მეორე გოლი პენალტიდან გაიტანა.

ჯგუფში “ფახთაქორი” არაბეთის გაერთიანებული საემიროების “ალ-აინსა” (12 ქულა) და ირანის “ნაფთს” (8 ქულა) ჩამორჩა.

0.126226