ფეხბურთი

2:07 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი: "იმედია "პორტუს" გავიმეორებთ"

მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში კატალონიის “ბარსელონასთან” დიდი ანგარიშით, - 0:3 წააგო. თამაშის დასრულების შემდეგ გერმანელთა მეკარემ მანუელ ნოიერმა ტელეარხ ზდფ-თან ისაუბრა. ნოიერის განცხადებით, არ იცის თუ როგორ გაუშვა პირველი გოლი, ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი “პორტუსთან” ნაჩვენებ თამაშს “ბარსელონასთანაც” გაიმეორებს.

“პირველი გოლი როგორ გავუშვი არ ვიცი. “ბარსას” ფეხბურთელები ძალიან სწრაფები არიან და შეტევებსაც სწრაფადვე წარმართავდნენ. ჩვენი ბოლო იმედი იმის განმეორება იქნება, რაც “პორტუსთან” გავაკეთეთ”, - ამბობს ნოიერი.

“ბაიერნს” “ბარსელონაზე” რევანშის შესაძლებლობა 12 მაისს მიეცემა.

0.118231