ფეხბურთი

1:40 | 7.05.2015 | ნანახია 3794 - ჯერ

გვარდიოლა მართალი აღმოჩნდა - მესი შეუჩერებელია

„ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ შორის გამართული ნახევარფინალური დაპირისპირების წინ მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კატალონიელთა ლიდერის, ლეო მესის წინააღმდეგ სამოქმედოდ რაიმე სისტემა არ არსებობს. როგორც გაირკვა, ის მართალი აღმოჩნდა.

ესპანეთში შესუსტებული შემადგენლობით ჩასული „ბაიერნის“ ფეხბურთელები „ბარსელონას“ ვარსკვლავის შეჩერებას ბევრს ეცადნენ, მაგრამ თამაშისა და სავარაუდოდ ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი მაინც არგენტინელმა გადაწყვიტა.

პირველ ტაიმში, გუნდები ბურთს თანაბრად ფლობდნენ, მაგრამ მასპინძლები უფრო სახიფათოდ უტევდნენ. ლუის ენრიკეს გუნდმა, შესვენებამდე, 3 საგოლე მომენტი შექმნა. პირველ შემთხვევაში, ნოიერმა მასთან პირისპირ გასულ სუარესს აჯობა. მალევე, ახლო მანძილიდან ნეიმარის დარტყმის შემდეგ, ცარიელი კარიდან ბურთი რაფინიამ გამოიტანა. ბოლოს კი, გატანა ალვესს შეეძლო, მაგრამ ნოიერმა კვლავ კარგად ითამაშა.

პირველ ტაიმში გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი „ბაიერნსაც“ ჰქონდა, მაგრამ კარის წინ მარტოდმარტო დატოვებულმა ლევანდოვსკიმ ვარდნაში ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა.

გუნდებს შორის გამართული ბოლო მატჩების გათვალისწინებით, „ბარსელონას“, მე-2 ტაიმში, სიფრთხილე მართებდა, რადგან „ბაიერნს“ კატალონიელთა კარში გოლების გატანა შესვენების შემდეგ უყვარს. მიუნხენელების მიერ „ბარსას“ კარში გატანილი ბოლო 10 გოლიდან 9 სწორედ მე-2 ტაიმში გავიდა.

შესვენების შემდეგ გამოჩნდა, რომ „ბარსელონას“ იოლი ტაიმი მართლაც არ ელოდა. საწყის წუთებში, მიუნხენელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო მასპინძლები დაბნეულები იყვნენ. ლუის ენრიკეს გუნდმა სიტუაცია მალევე გამოასწორა, მაგრამ თამაში მაინც სტუმარი გუნდის კარნახით მიმდინარეობდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ კატალონიელებს მომენტების შექმნა უჭირდათ.

თითქმის მთელი მე-2 ტაიმის განმავლობაში, მესი ინერტული იყო. არგენტინელს განსაკუთრებით არც შეხვედრის მიწურულს უაქტიურია. თამაშის ბოლო 15 წუთში მან ბურთი მხოლოდ 9-ჯერ მიიღო, მაგრამ 2 გოლის გასატანად და 1 შედეგიანი გადაცემის გასაკეთებლად ეს საკმარისი გამოდგა.

ანგარიში 77-ე წუთზე გაიხსნა. მესიმ ბურთი ალვესისგან მიიღო და საჯარიმოს გარედან დარტყმით ნოიერს ახლო კუთხეში გაუტანა.

სამ წუთში, მესიმ ბურთი უკვე რაკიტიჩისგან მიიღო, საჯარიმოში შესულმა ბოატენგი პატარა ბავშვივით მოატყუა და საყვარელ სტილში, მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებით, ლამაზი გოლი გაიტანა.

ამ გოლის შემდეგ, მესი, როგორც მიმდინარე გათამაშებაში, ასევე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიმდინარე გათამაშებაში მას 10 გოლი დაუგროვდა, რაც კრიშტიანუ რონალდუსა და ლუის ადრიანოს შედეგზე ერთი ბურთით მეტია. ლიგის ისტორიაში კი არგენტინელს 77 გოლი დაუგროვდა. მან რონალდუს ერთი ბურთით გადაუსწრო.

მე-2 გაშვებულმა გოლმა „ბაიერნი“ რთულ ვითარებაში ჩააგდო და მიუნხენელები წინ დიდი ძალებით წავიდნენ, რის გამოც ისინი მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე დაისაჯნენ. მასპინძელთა კონტრშეტევის დროს, მესიმ ნეიმარი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ბრაზილიელმა ნოიერს აჯობა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ მესიმ, „ბარსელონას“ მიერ „ბაიერნის“ კარში გატანილი ბოლო 8 გოლიდან აქტიური მონაწილეობა ექვსში მიიღო. მის აქტივში 4 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

„ბარსელონამ“, ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ მე-9 თამაში მოიგო, რაც ამ კლუბის რეკორდის გამეორებაა.

კატალონიელთა წარმატების ერთ-ერთი მიზეზი დაცვაში საიმედოდ თამაში იყო. „ბაიერნმა“ კარში ზუსტად დარტყმა ვერცერთხელ მოახერხა. მიუნხელებს, ჩემპიონთა ლიგაზე, ასეთი ცუდი შედეგი 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ჰქონდათ.

„კამპ ნოუზე“ გამართული მატჩის შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ პეპ გვარდიოლას გუნდებს, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, სტუმრად თამაში უჭირთ. კატალონიელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილმა გუნდებმა, ფლეი ოფის 15 გასვლითი შეხვედრიდან მხოლოდ 3 მოიგეს.

დღევანდელი შეხვედრის წინ, გვარდიოლამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ მისი გუნდი გოლს ვერ გაიტანდა, მიუნხენელთა ფინალში გასვლა წარმოუდგენელი იქნებოდა. თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, კატალონიელი სპეციალისტი მართლია. ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, პირველ მატჩში 0:3 წაგების შემდეგ, „ბაიერნის“ ფინალში გასვლის შანსი 6.3% არის. თუმცა, კონკრეტულად ამ გუნდების ისტორიას თუ დავუჯერებთ, მიუნხენელთა შანსი ნულის ტოლია. საქმე ისაა, რომ „ბარსელონამ“, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი თამაში 3 ან მეტი ბურთის სხვაობით 26-ედ მოიგო და წინა 25 შემთხვევაში კატალონიელები მომდევნო ეტაპზე გასვლას ყოველთვის ახერხებდნენ. „ბაიერნმა“ კი, 3 ან მეტი ბურთის სხვაობით 7-ჯერ წაგების შემდეგ, ორრაუნდიანი დაპირისპირების შემობრუნება ვერცერთხელ მოახერხა.

ბოლოს კი, ბურთის ფლობაზეც უნდა ითქვას. 2006 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც „ბარსელონას“, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ბურთის ფლობაში უპირატესობა არ ჰქონდა. კატალონიური გუნდის ბოლო 422 თამაშში კი მხოლოდ 2-ჯერ მოხდა, რომ „ბარსამ“ ბურთის ფლობა მეტოქეს დაუთმო. „ბლაუგრანამ“ ერთხელ 4:0 მოიგო, ერთხელ კი - 3:0.

ბარსელონა-ბაიერნი 3:0 (0:0)

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, მასკერანო (ბარტრა 89), ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (ჩავი 82), ინიესტა (რაფინია 87), მესი, სუარესი, ნეიმარი.

მწვრთნელი: ლუის ენრიკე.

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი, რაფინია, ბენატია, ბოატენგი, ბერნატი, ალონსო, მიულერი (გიოტცე 79), ლამი, შვაინშტაიგერი, ტიაგო, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.

გოლები: 1:0 მესი (77), 2:0 მესი (80), 3:0 ნეიმარი (90+4).

გაფრთხილებები: ალვესი 46, პიკე 66, ნეიმარი 69 – ალონსო 35, ბენატია 52, ბერნატი 56.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 17 (8)-8 (0), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 3-2, სეივი: 0-5, ჯარიმა: 15-14.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:24 | 06.10.2015
giojuve-10 (3743)

აუ ასვე რას დეემგვანე,ორსულადაა?? რო სადმე მენახა ქუჩასი ვერც ვიცნობდი,ვავაა.

14:54 | 06.10.2015
kutaiseli7 (1475)

თუ შტელინი ჩამოვიდა ის ძალიან პრინვიპულია და თუ დაუჯერებენ უეჭველი შედეგს დადებს თან გუნდს ფიზუკურად ძალიან ძლიერად ამზდებს ლობანოვსკის სკოლა გამოვლილია მის დროს ტორპედო თამაშს რომ ასრულებდა მესამე ტაიმის თამაში შეეძლოთ კიდევ ბიჭებს ისე ძლირად იყვნენ მომზადებული

18:59 | 06.10.2015
wesly (7)

მართალი ხარ 100% ით

14:37 | 06.10.2015
samtrediel (8001)

აშვეთიასაც მალე ააშვერიებენ ფეხებს.

09:36 | 06.10.2015
BEERTRANCE (97819)

მარტო მწვრთნელის შეცვლა რას შველის საქმეს. სანამ ხელმძღვანელობას ფანობა არ გაცოცხავს და არ მოიყვანენ წესიერ ხალხს არ ეშველება ტორპედოს.

00:15 | 06.10.2015
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ვაა მიხეილ აშვეთია გაცოცხლდა

09:37 | 06.10.2015
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDD

09:31 | 06.10.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

00:14 | 06.10.2015
napolitano (196)

კარგიაააა....ჭანტურიამ მოაგებინა დუისბურგს......მშვენიერი გოლი გამოუვიდაა.....

00:02 | 06.10.2015
giorealist (2121)

რა უცხოელი, თქვენ ხომ არ გძმარავთ??? აზრზე მოდით თქვე ოჯახაშენებულებო!
ამათ მაურინიო რომ მოუყვანო, მაინც არაფერი არ ეშველებათ. მე არ მინდა რომ ჩემი გადახდილი გადასახადები ვიღაცამ ამოისვას ერთ ადგილას. უცხოელი იმიტომ უნდათ, რომ მეტი მაყუთი მოითხოვონ, და გაურიგდნენ იმ უცხოელს და ფული მოტეხონ.
ტორპედოს დონის ქართველი მწვრთნელი ვერ მოძებნეთ საქართველოში ხო?
მაშინ დაახვიეთ მაქედან!

00:00 | 06.10.2015
XoMsKi (1815)

დონე შეაგდო ჭანტურიამ, ძაან დონე გოლი

23:55 | 05.10.2015
maradonarey (236)

მაგარი გოლი შეაგდო არა?! საგოლ >3

23:55 | 05.10.2015
butunichi (559)

გოოოოლლლლლლლ. ჭანტურიამ გაიტანააააააააა

23:12 | 05.10.2015
tevdo (542)

მე რომვთქვი აქ....საშინელი გუნდი გვყავს წელსთქო...ტიპებმა იმენა ჩემპიონები თუარა სამეულშI უეჭველი ვართო....ჯერ ვინაა ამგუნდში საერთოდ ფეხბურთელი?? საქართველოს ჩემპში რო ასეთი საცოდავი გუნდი იქნები რა ფეხბურთელობაზეა საერთოდ საუბარი....ტრეინერიც უცხოელია საჭირო და ფეხბურთელებიც....ძან მაგრა მწყინს რო ასეთ საცოდავ დგეშია ტორპედო და საერთოდ ქართული ფეხბურთი........

22:44 | 05.10.2015
kutaiseli7 (1475)

საკითხავი ისაა მიჰყვება თუ არა დარასელიას უკან ის ხალხი ვინც მის ამ დრეში ჩაგდაებაშაი უდიდესი როლი ითამმაშა აი ეს უცხოელი ჩემთვის სავარაუდოდ ნაცნობია თუმცა შესძლებს კი ის იმ ადამიანებთან მეუშაობას ვინც ფეხბურთზე მეტად საკუტარი ჯიბის გასქელებზე ფიქრობს

22:59 | 05.10.2015
rambe (205)

გამორიცხულია.ვერ შეძლებს ნორმალურად მუსაობას. გუნდი ჯერ ნაგავისგან უნდა გაიწმინდოს

22:25 | 05.10.2015
wesly (7)

თუ არ ვცდები საუბარი შტელინზეა,უკრაინელ სპეციალისტზე,რომელიც უკვე წვრთნიდა ტორპედოს.

22:21 | 05.10.2015
Torres9 (12692)

უცხოელი კი არა ტორპედოს ხელმძღვანელობა თუ არ შეიცვალა არ გამოვა არაფერი...ჩაიფარცხა უკვე 20 000 ების საქმე?!

22:30 | 05.10.2015
rambe (205)

მარო 20 ათასების? ჯიბეები გაისქელეს ბიუჯეტის ფულით, მამა აბრამის ბატკნებათ მოაქვთ თავი, ხალხს ჭკუას ასწავლიან

22:02 | 05.10.2015
kutaiseli7 (1475)

საკითხავი ისაა მიჰყვება თუ არა დარასელიას უკან ის ხალხი ვინც მის ამ დრეში ჩაგდაებაშაი უდიდესი როლი ითამმაშა აი ეს უცხოელი ჩემთვის სავარაუდოდ ნაცნობია თუმცა შესძლებს კი ის იმ ადამიანებთან მეუშაობას ვინც ფეხბურთზე მეტად საკუტარი ჯიბის გასქელებზე ფიქრობს

22:17 | 05.10.2015
rambe (205)

მართალი ხარ, სწორედ ვაი პატრიოტი ვიგინდარები უნდა მოაცილონ გუნდს, თორემ ის უცხოელიც დარასელიას გზას გაუყვება მოკლე დროში

22:47 | 05.10.2015
kutaiseli7 (1475)

აშკარად ასეა საქმე ყველამ ხმა უნდა ამოიღოს ვისაც გული შეტკივა საკუთარ ქალაქზე ფულებს წამენ ეს მედროვეები და მერე ყველაფერი ერთ კაცზე ტყდება ასეთი გოთვერანი ხლხი სასწრაფოდ მოსაცილებელია

0.16015
3794