ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიის მე-4 მატჩში ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილი” “ალ რიადის” დაუხვდა და ქართველი კალათბურთელის მორიგი ორმაგი დუბლის მიუხედავად, მარცხი განიცადა – 71:81.
ცქიტიშვილი ბეირუთელებთან მატჩი სასტარტო ხუთეულში იყო და შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა, მისი მონაგარი კი 15 ქულა, 19 მოხსნა (7 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება იყო.
ქართველმა ფორვარდმა 14-დან 6 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 5 სამქულიანი ააცილა, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ჩემპვილი” ნახევარფინალურ სერიაში 1:3 ჩამორჩა და თუკი 8 მაისს “ალ რიადისთან” სტუმრად კიდევ ერთხელ დამარცხდა, ასპარეზობას ნაადრევად დაასრულებს.