ნორვეგიის თასის გათამაშების მეორე რაუნდში "სტაბეკმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა ოსლოს "კფუმი." 27-ე წუთზე გიორგი გოროზიას პასით დიომანდემ გახსნა ანგარიში, 33-ე წუთზე კი ქართველმა ფეხბურთელმა ორამდე გაზარდა სხვაობა. მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. გიორგი გოროზიამ სრულად ითამაშა, იგი გოლითა და საგოლე პასით მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოგვევლინა. ამ გამარჯვებით გოროზიას გუნდმა თასის გათამაშების მესამე რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.
სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში "ბიდვესტ ვითსმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "კაიზერ ჩიფსი." გამარჯვებულთა განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა გიორგი ნერგაძე. სამხრეთ აფრიკის 16 გუნდიან პრემიერლიგაში "ბიდვესტ ვითსი" 49 ქულით მეოთხე ადგილზეა.