ფეხბურთი

22:24 | 6.05.2015 | ნანახია 1037 - ჯერ

ვან გაალი 15 წლის ტალანტით დაინტერესდა

“მანჩესტერ იუნაიტედი” ლისაბონის “ბენფიკას” 15 წლის ტალანტის, მეკარე ჟოაოა ვირჯინიას შეძენით დაინტერესდა. პორტუგალიური პრესის ცნობით, ახალგაზრდა მეკარე გარკვეული ხნის წინ “ქარინგტონის” ბაზაზე ვარჯიშობდა. მის თამაშს “მანჩესტერის” ჰოლანდიელი მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი აკვირდებოდა და სწორედ მისი სურვილია ვირჯინიასთან კონტრაქტის გაფორმება.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს აქვს სურვილი ინგლისურ კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი.

ვირჯინია ამჟამად “ბენფიკას” ასაკობრივი გუნდის წევრია, ამავდროულად კი პორტუგალიის 16-წლამდე ნაკრებში თამაშობს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:42 | 07.05.2015
drogba_<3 inter (23926)

ეს ძაან მაგარი ღლეა ეს ვანგაალი თურმე შოთი რო ამბობდა მაგარიაო მე დავრწმუნდი რო ღლეა

03:03 | 07.05.2015
S.A.F. (2852)

01:17 | 07.05.2015
man united20 (1478)

რად გინდა ამდენი მეკარები დაცვა გაძლიერე და თავდამსხმელი იყიდე ნორმალური.

0.065247