ჩოგბურთი

20:36 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერენა და შარაპოვა მადრიდში წინ მიიწევენ

მადრიდში მიმდინარე Mutua Madrid Open-ის ტურნირზე სერენა უილიამსა და მარია შარაპოვამ თავიანთი მატჩები ჩაატარეს.

პლანეტის ნომერ პირველი ნომერი სერენა უილიამსი ბელორუს ვიქტორია აზარენკას დაუპირისპირდა. მატჩში საუკეთესო ორმა სეტმა და მესამე სეტის 12 გეიმმა ვერ გამოავლინა, შეხვედრაში გადამწყვეტი ტაი-ბრეიკი დაინიშნა, რომელიც სერენამ 7:1 მოიგო, საბოლოოდ უილიამსმა 7:6, 3:6, 7:6 იმარჯვა. მატჩი 2 საათსა და 49 წუთს გაგრძელდა. სერენამ 13 ეისი ჩააწოდა, - აზარენკამ 7. ტურნირის 1/4-ფინალში უმცროსი უილიამსის მეტოქე სუარეს ნავაროსა და ანა ივანოვიჩის გამარჯვებული იქნება.

რუსმა მარია შარაპოვამ ფრანგი კაროლინა კარსია 6:2, 4:6, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. მარიამ მეტოქის ჩაწოდება 5-ჯერ მოიგო და 12 ეისი ჩააწოდა. გარსიამ მეტოქის ჩაწოდება 3-ჯერ მოიგო და 10 ეისი ჩააწოდა. ტურნირის მეოთხედფინალში შარაპოვა მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერს დანიელ კაროლინა ვოზნიაცკის დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ აგნეშკა რადვანსკას 6:3, 6:2 მოუგო.

Mutua Madrid Open-ის საპრიზო ფონდი 4,185,405 ამერიკული დოლარია. ტურნირის გამარჯვებული 799,450 ამერიკულ დოლარს და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

შარაპოვა – გარსიას მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:

https://www.youtube.com/watch?v=nkrDhOUCVZs

უილიამსი – აზარენკას მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:

https://www.youtube.com/watch?v=929HzUaQRm4

0.117064