“რომას” ინგლისელი მცველი ეშლი კოული დიდი ალბათობით კარიერას MLS-ის გუნდ “ნიუ იორკ სიტიში” გააგრძელებს. ამის შესახებ პორტალი Gianlucadimarzio.com იუწყება.
34 წლის კოულს რომაულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება. მიმდინარე სეზონში ეშლიმ “რომას” მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა.
“შეგახსენებთ, რომ “ნიუ იორკ სიტის” ღირსებას ესპანელი დავიდ ვილა იცავს.