როგორც ფრანგული პრესა იუწყება, არსენ ვენგერი ლიგა 1-ში მოასპარეზე ორი ფეხბურთელით, “მონაკოს” მცველ აიმენ აბდენურითა და “ლიონის” ფორვარდ ნაბილ ფეკირით დაინტერესდა. აღნიშნულ ცნობას ფრანგული ფეხბურთის ექსპერტი მეტ სპირო ავრცელებს.
25 წლის ტუნისელი აიმენ აბდენური კარიერის საწყის ეტაპზე მშობლიურ ჩემპიონატში თამაშობდა, 2010 წელს მცირე დრო ბრემენის “ვერდერში” დაჰყო, 2011 წელს კი საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ “ტულუზასთან” გააფორმა კონტრაქტი. 2014 წელს “მონაკოში” განაგრძო კარიერა და გუნდის სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრია.
21 წლის ნაბილ ფეკირი წარმოშობით ალჟირელია, თუმცა ალჟირის ნაკრებში მიწვევის მიუხედავად საფრანგეთის ეროვნულ გუნდში თამაში არჩია. მისი დებიუტიDდიდიე დეშამის გუნდში მიმდინარე წელს შედგა. ფეკირი 2011 წლიდან “ლიონის” ფეხბურთელია, 2013 წლიდან კი ძირითად გუნდში დამკვიდრდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გიორგობას გილოცავთ! რაგინდათ ძმაო,თქვა ამ კაცმა რო ტოპ იგროკების ტრანსფერებს ვაპირებო და ასრულებს სიტყვას.არსენალს ვერ უშველის არსენა.ვიდრე გლეიზერები ეყოლებათ პატრონად არსენალი იქნება ფულის საბეჭდი მანქანა,არადა უსმანოვს ქონდა დიდი გეგმები ამ გუნდთან მიმართებაში მაგრამ ვინ მიუშვა.
და ამით აპირებს პრემიერლიგის მოგებას?
ვენგერ აბა შენიცი ცენზურავ აავსე გუნდი ასეთი ცენზურებით.