ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ტურინის “იუვენტუსმა” მადრიდის “რეალს” საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო.
გამოსარჩევია, რომ აქამდე ტურინულ გრანდს პირველ შეხვედრაში ანალოგიური შედეგით უეფას ტურნირებში 11-ჯერ უმარჯვია და მომდევნო ეტაპზე გასვლა თერთმეტჯერვე შეძლო.
პირველად ეს 1961-1962 წლების სეზონში მოხდა, როცა ბელგრადის “პარტიზანთან” “იუვემ” თავის არენაზე 2:1 მოიგო, ხოლო სტუმრად მეტოქე 5:0 გაანადგურა. ბოლო შემთხვევა კი ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა – მიმდინარე გათამაშების მერვედფინალში გერმანულ “დორტმუნდთან” ტურინში მოგების შემდეგ (2:1), “სიგნალ იდუნა პარკზე” 3:0 გაიმარჯვა.
შეძლებს თუ არა “ბებერი ქალბატონი” მისთვის სასიამოვნო ტრადიციის გაგრძელებას ამას ერთი კვირის შემდეგ გავიგებთ.