მსოფლიოს ნომერ მეშვიდე ჩოგბურთელის ანა ივანოვიჩის და მისი მწვრთნელის დეჯან პეტროვიჩის გზები გაიყო. სოციალური ქსელის მეშვეობით ამის შესახებ თავად ანამ განაცხადა:
“წინა კვირას გადავწყვიტეთ თანამშრომლობის შეწყვეტა. ეს ორივესთვის კარგი იქნება. ჩვენ ჩემს თამაშის ტაქტიკაზე განსხვავებული ხედვები გვაქვს”.
პეტროვიჩი ივანოვიჩს 2014 წლის ივლისიდან წვრთნის. ამჟამად ივანოვიჩი მადრიდის მასტერსის ტურნირზე ასპარეზობს. ანა დღეს კარლა სუარეს ნავაროს დაუპირისპირდება.