ფეხბურთი

16:24 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვაარტი შესაძლოა მშობლიურ “აიაქსს” დაუბრუნდეს

გერმანული “ჰამბურგის” შემტევი რაფაელ ვან დერ ვაარტი შესაძლოა მომავალი სეზონიდან კვლავინდებურად ამსტერდამის “აიაქსის” ფეხბურთელი გახდეს. ჰოლანდიელის აგენტის რობერტ გირლინგსის განცხადებით, ნიდერლანდური გრანდი სერიოზული ვარიანტია, მაგრამ ამჟამად ფეხბურთელი მხოლოდ გერმანულ გუნდზეა კონცენტრირებული.

32 წლის შემტევ ნახევარმცველს ჰამბურგელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. ევროპული მედია ჰოლანდიელს აშშ-ს ჩემპიონატსა და ესპანურ “კადისსაც” უკავშირებს.

ვან დერ ვაარტი “აიაქსის” მთავარ გუნდში 1999 წელს დააწინაურეს და იმ სეზონში ერედივიზიონის მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დარჩენილი ხუთი სეზონის განმავლობაში ჰოლანდიელმა 155 მატჩში 63 გოლი გაიტანა და 2005 წელს “ჰამბურგს” მიაშურა.

0.191235