სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:41 | 6.05.2015 | ნანახია 3722 - ჯერ

მესიმ “ბარსელონას” და “ბაიერნის” შესახებ ისაუბრა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი “კამპ ნოუს” პრეს ოთახში ლუის ენრიკესთან ერთად მივიდა და “ბაიერნთან” დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ბლაუგრანას” “თვითერის” ოფიციალური გვერდის ცნობით, პრესკონფერენციას 180 ჟურნალისტი დაესწრო, 35 სატელევიზიო კამერა და 20 ფოტოგრაფი იღებდა.

- პეპ გვარდიოლას შესახებ...

ლიონელ მესი: “გვარდიოლა კარგად გვიცნობს და მასთან ერთად ბევრი ტიტულის მოგების ბედნიერება გვქონდა. იგი ისეთი სტილის მწვრთნელია, რომელიც ყველაფერს აანალიზებს. ასე რომ, მან იმ ფეხბურთელების შესახებაც იცის, რომლებიც მისი აქ ყოფნის პერიოდში არ იყვნენ. რეგულარული კონტაქტი გვარდიოლასთან აღარ მაქვს, მაგრამ აქ ყოფნის პერიოდში დიდებული ურთიერთობა მქონდა. რასაც პეპთან ერთად მივაღწიე, შესანიშნავი იყო, გავიზარდე, ბევრი ვისწავლე და ახლაც მინდა უფრო მეტი შევიმეცნო ფეხბურთისგან. გვარდიოლა კარგად გვიცნობს და ჩვენც ვიცნობთ მას. ვიცით თუ რას მოთხოვს თავის გუნდს და ფეხბურთელებს.

გულშემატკივრებისგან პეპის სახელის სკანდირებას ველოდები, რადგან მან “ბარსელონაში” ყოფნისას ყველაფერი მოიგო, რაც კი შეიძლებოდა. მატჩის დაწყების შემდეგ კი გულშემატკივრებს შეუძლიათ ჩვეულებისამებრ გვიგულშემატკივრონ.

არ მინდა მწვრთნელები შევადარო. ყოველი მათგანი განსხვავებულია და ველოდებით ცვლილებებს, როდესაც ერთი მათგანი მიდის და მეორე მოდის. ლუის ენრიკე და პეპი ცდილობენ ფეხბურთელებს დაუახლოვდნენ და შექმნან კარგი ჯგუფი.”

- მიუნხენის “ბაიერნის” შესახებ...

- ნახევარფინალში ვართ ძლიერ მეტოქესთან ერთად. 2012/13 წლების სეზონის ნახევარფინალური დაპირისპირებები კარგად არ გვახსენდება, მაგრამ ახლა გუნდები განსხვავდებიან და ეს მატჩიც განსხვავებული იქნება. ვიცი მათ ტრავმირებული ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ “ბაიერნი” ისეთი დიდი კლუბია, რომელიც ამის გამო არ დაიჩივლებს. არ ვიცი რობერტ ლევანდოვსკი დამცავი ნიღბით ითამაშებს თუ არა. ბევრ ფეხბურთელს უთამაშია ნიღბით და თუ კლუბი გადაწყვეტს მას შეუძლია თამაში, პრობლემას ვერ ვხედავ.

- ბარსელონელ თანაგუნდელებზე...

- ჩემი ურთიერთობა ლუის ენრიკესთან ნორმალურია და ისეთივე კარგი, როგორიც დანარჩენ გუნდის წარმომადგენლებთან. პრობლემები არ გვაქვს. მწვრთნელმა გადაწყვიტა თუ ვინ იდგება კარში “ბაიერნის” წინააღმდეგ. ტერ შტეგენმა გუნდში მოსვლის პირველივე დღიდანვე გამაოცა, რადგან მას დიდი პოტონციალი აქვს. დღესდღეისობით, გვაქვს ორ მეკარეს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება. ვფიქრობ, რომ როდესაც გყავს ლუის სუარესის და ნეიმარის სახით მაღალი დონის ფეხბურთელები, ადვილია მათ კარგად შეეწყო. ლუისმა ადაპტაცია ძალიან სწრაფად გაიარა და ჩვენ ყველას კარგად შეგვეწყო.

- მიმდინარე სეზონის მიზნებზე...

- გასულ სეზონში ნახევარფინალში ვერ გავედით და ახლა ფინალში გასვლა გვწყურია. ჩვენი ასპარეზობიდან გამომდინარე თავს კარგად ვგრძნობთ, მშვიდად ვართ და საქმეებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივსდევთ. სეზონის ბოლომდე ბევრი დრო არ დარჩა და ვიცით სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. მიმდინარე სეზონი განსაკუთრებულია, რადგან სამი ტიტულის მოგებისთვის ვიბრძვით. გასულ სეზონში ეს ვერ მოვახერხეთ, ასე რომ, ახლა გვინდა ტიტულების მოხვეჭა. ბერლინამდე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი მატჩები გველის, ჯერ კიდევ ადრეა ფინალზე და თასის აწევაზე ფიქრი. ახლა შეგვიძლია, “ბაიერნის” დამარცხებაზე ვიფიქროთ.

“ბარსელონა” ახალ თავკაცს კარგად შეეწყო. თავიდან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ახლა მოწოდების სიმაღლეზე და ტიტულების მოგებასთან ახლოს ვართ. მწვრთნელმა თავდასხმაში თავისუფლება მომცა და სადაც ვისურვებ იქ გადავადგილდები. შემიძლია ცენტრშიც ვიმოძრაო, გააჩნია მატჩს, თუ ვის ვხვდებით.

გასული სეზონი ჩემთვის რთული გახლდათ. ტრავმებმა კარგ თამაშში ხელი შემიშალა, გამოჯანმრთელების შემდეგ თავს ისე კომფორტულად ვერ ვგრძნობდი, როგორც მინდოდა. საბედნიეროდ ამ სეზონში ყველაფერი სასიკეთოდაა. გუნდის ერთი ნაწილი ვარ, ისევე როგორც სხვა. ყველას გვინდა ტიტულის მოპოვება. სწორი გეზი გვაქვს აღებული და თავს კომფორტულად ვგრძნობთ.

Loading...

კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:25 | 06.05.2015
BEERTRANCE (97819)

მთავარია სანახაობა აჩვენოთ კარგი ლუდისთვის

17:03 | 06.05.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:00 | 06.05.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

ამასაც გაუკეტებია ეს ყ პრიჩოსკა

16:58 | 06.05.2015
stoikovich (5823)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

15:39 | 06.05.2015
ბარსელონელი. (PISTONS) (14916)

ენა თუ არ აიყროლეთ ისე თქვენ აზრს ვერ გამოხატავთ? ფუუუ.

17:57 | 06.05.2015
federer (17) (13834)

შენ როცა პრეტენზია გაქვს სხვაზე, შენც უნდა გააკონტროლო შენი ნაწერიი. მრავლობითში არ უნდა გადაწვდე ყველას და ვისი დანეწერიც არ მოგწონს მასზე ილაპარაკეეეე

18:25 | 06.05.2015
emigranti77 (33455)

მადილოსანია მზა და არუდა გაგიკვირდეს რო ცუდი სიტვებზე რეაგირებს)

17:20 | 06.05.2015
adp10 (10649)

: DDDDDDDDDDDDDDDD

15:19 | 06.05.2015
silva (3725)

TERRY 26 LAMPARD 8 ზუსთად ტრანსფერები რომ დაიკიდეს სიტის ხელმძღვანელობა მოგებული ტიტულების მერე და ეგონათ მაგარი გუნდი გვყავსო მაგიტომ ჩააგდეს ორივე სეზონი.ნუ შარშან მართალია შეზღუდვა ქონდათ თორე არამგონია სანჩესის ფაბრიგასის და დი მარიასთვის არ ებრძოლათ.ჩემი აზრით მოგებული ტიტულის მერე 4-5 ფეხბურთელი უნდა შეცვალო.ნუ გამოკვეთილ ლიდერებზე არ მაქვს საუბარი

14:31 | 06.05.2015
chamilo (33470)

შვაინას ჩაიდევი რა,როდის დაიწუწუნა ბაიერნის ფეხბურთელებმა ტრამვების გამო ყველა ინტერვიუში რომ გაიძახი,ნეტა კიდე ჩაიდო შვაინას შენმა და შენმა გუნდელებმა

14:49 | 06.05.2015
federer (17) (13834)

ან რო დაიწუწუნონ პრობლემააა მაგიი, ნახევარი გუნდით თამაშობს ფაქტიურად მთელი სეზონია
ოპტიმალური შემადგენლობა ვერ დააყენა წელს ბავარიამ

14:30 | 06.05.2015
silva (3725)

ჩელსის ფანებს ვულოცავ დამსახურებულ ჩემპიონობას!სიტიმ ჩააგდო სეზონი და დაეტყო პრემიერლიგას ისე ადვილად მოიგო ჩელსიმ.ბოლო 4 წელია სიტი სულ იბრძვის ტიტულისათვის მაგრამ მოგების მეორეც წელს ზედიზედ აგდებს.არამგონია ჩელსის იგივე დაემართოს თუმცა მოგებული ტიტულის დაცვა ძალიან ძნელია.ერთი სული მაქვს პელეგრინის როდის გაუშვებენ და კლოპს როდის მოიყვანენ.მომავალ წელს პრემიერლიგა უნდა მოვიგოთ აუცილებლად!

14:47 | 06.05.2015
federer (17) (13834)

ასეთი გამოკვეთილი ლიდერი, როგორც წელს ჩელსი იყოო ინგლისში კარგა ხანია არ მინახია და Qულები არაფერ შუაშია.
ჩელსის თავიდანვე ეტყობოდა რო ჩემპიონი გახდებოდა და ვერცერთი გუნდი ვერ გაუწევდა კონკურენციას, მითუმეტეს მოურინიოს ტრინერობის დროს ასეთი ჰანდიკაპი ბევრს ამბობს

14:50 | 06.05.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3397)

ჩემიაზრით ტრანსფერები გადაწყვეტს კიდე ეპლის ბედს,ასევე ვფიკრობ რომ ლივერპული დაიკიდებს ყველა თასს და როგორც სუარესის დროს იყო მარტო ეფლზე იბრძოლებენ,მაგრამ მაგისთვის მაგათ 5 კარგი ტრანსფერი დასჭირდებათ თუ მეტი არა.

15:57 | 06.05.2015
federer (17) (13834)

თუ რამე მნიშვნელოვანი ტრანსფერებია არ გაკეთდა პრემიერლიგაში, არამგონა მომავალშიც მოახერხოს ჩელსისთან ჭიდიდლი რომელიმემ, რაც ასევე ცუდია ჩელსისთვის ლიგაზეეე

14:45 | 06.05.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3397)

ბაზარი არაა ძალიან ძნელია მოგებული ტიტულის დაცვა,მაგრამ გააჩნია გუნდი როგორ გაძლიერდება და პრიორიტეტად რას დაისახავენ,მიმგონი მომავალი სეზონიდან მაგრად დაიძაბება ეპლი და ლიგაზეც კარგად გამოვლენ.

14:06 | 06.05.2015
federer (17) (13834)

ვის რაში აინტერესებს მანჩესტერის ფანების ტყუილებიი, ან რა მოიტყუეს ესეთი მთელი გვერდი რო შეავსეეე, ერთიდაიგივეს წერით

14:42 | 06.05.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3397)

ვისაც აინტერესება ის დაწერს კიდეც კომენტარს,შენ თუ გკიდია შეგიძლია არც დააკომენტარო.

13:59 | 06.05.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3397)

მანჩესტერის ფანებო ტყუილებს ნუავრცელებთ თქვენივე საიტზე.

13:59 | 06.05.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3397)

მანჩესტერის ფანებო ტყუილებს ნუავრცელებთ თქვენივე საიტზე.

13:59 | 06.05.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3397)

მანჩესტერის ფანებო ტყუილებს ნუავრცელებთ თქვენივე საიტზე.

13:59 | 06.05.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3397)

მანჩესტერის ფანებო ტყუილებს ნუავრცელებთ თქვენივე საიტზე.

13:59 | 06.05.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3397)

მანჩესტერის ფანებო ტყუილებს ნუავრცელებთ თქვენივე საიტზე.

13:53 | 06.05.2015
federer (17) (13834)

ნესვი დღეს მე-100 თამაშს ატარებს ლიგაზე და რამ საჩუქარი მოუმზადეთ? ფანკლუბმა

13:52 | 06.05.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3397)

ახლა ვიყავი მანჩესტერის საიტზე და ტიპები რა დეზინფორმაციას ავრცელებენ ეპლში გრანდებს წელს ყველას ვაჯობეთო,ვის აჯობეს სიტიში წააგეს ჩელსიში წააგეს,ხოლო ჩელსის არცერთი შეხვედრა არწაუგია არც ლივერპულთან,არც მანჩესტერთან,არც არსენალთან,არც სიტისთან,ესენი კიდე რეებს წერენ გაგიჯდება კაცი, რუსთავი 2 ეტყობა მანჩესტერის საიტი,იმდენ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

13:52 | 06.05.2015
barcas_come_back (309)

ლეო საოცარი მატჩი თუ არ ჩაატარე ბავარიას ისე ადგილიდანაც ვერ დავძრვათ.ვამოოოს ლეოოოო ვამოოოსს

სტატისტიკა
0.250906