კალათბურთი

12:50 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დათვებმა” ოკლენდში იმარჯვეს, “ქორებმა” ანგარიში გაათანაბრეს (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ორი მატჩი გაიმართა.

“ატლანტა ჰოუქსმა” საკუთარ დარბაზში ჯონ უოლის გარეშე მოასპარეზე “ვაშინგტონ ვიზარდს” 106:90 მოუგო. დედაქალაქელთა ლიდერ ჯონ უოლს ხელის ტრავმა აწუხებს. ჯორჯიელებმა პირველი პერიოდი 8 ქულის სხვაობით მოიგეს და უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს. “ატლანტას” ქეროლმა 22 ქულით ულიდერა. სერიაში ანგარიში 1:1 გახდა. მესამე მატჩი ვაშინგტონში 9 მაისს გაიმართება.

“გოლდენ სტეიტისა” და “მემფის გრიზლის” შეხვედრის დაწყებამდე ოკლენდელთა ლიდერი სტეფ კარი MVP-ის ტიტულით დააჯილდოვეს. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, “დათვები” პირველი ტაიმის შემდეგ 11 ქულით იგებდნენ. ოკლენდელებმა სხვაობის შემცირება შეძლეს, მაგრამ შეხვედრის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს, საბოლოოდ “ოქროს შტატელებმა” 90:97 წააგეს. “დათვებში” 22 ქულით მაიკლ კონლი გამოირჩა. “ოქროს შტატელებში” საუკეთესო სტეფ კარი გახდლათ - 22 ქულა, 7 პასი. სერიაში ანგარიში 1:1 გახდა. მესამე მატჩი მემფისში 10 მაისს გაიმართება.

“ატლანტა ჰოუქსი” – “ვაშინგტონ ვიზარდსი” 106:90 (28:20, 25:26, 27:29, 26:15)

“ატლანტა”: ქეროლი (22 ქ. 6 მ.), ჰორფორდი (18 ქ. 6 პ.), მილსაპი (18 ქ. 11 მ.), კორვერი (12 ქ.), ბაზერმორი (10 ქ.), შროდერი (9 ქ.), ტიგი (9 ქ. 8 მ. 7 პ.), ანტიჩი (8 ქ.)

“ვაშინგტონი”: სეშნსი (21 ქ.), ბილი (20 ქ. 7 პ.), პირსი (15 ქ.), პორტერი (15 ქ. 8 მ.), გორტატი (10 ქ. 9 მ.), გუდენი (5 ქ.), ტემპლე (2 ქ.), ნენე (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=UUXXM8h9nSg

სერიაში ანგარიში 1:1

“გოლდენ სტეიტი” – “მემფის გრიზლი “ 90:97 (22:28, 17:22, 24:23, 27:24)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (22 ქ. 7 პ.), ტომპსონი (18 ქ.), გრინი (16 ქ.), ბარნსი (11 ქ.), სფეიტსი (10 ქ.), იგუადალა (8 ქ.), ბარბოსა (6 ქ.), ეზელი (4 ქ.), ბოგუტი (4 ქ.), ლივინგსტონი (2 ქ.)

“მემფისი”:კონლი (22 ქ.), გასოლი (21 ქ. 9 მ.), რენდოლფი (20 ქ. 9 მ.), ალენი (15 ქ.), ლი (9 ქ.), გრინი (9 ქ.), უდრიხი (7 ქ.), ადამსი (3 ქ.), კარტერი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=uip1UQ6EejE

სერიაში ანგარიში 1:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.141456