ფეხბურთი

11:42 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ბარსელონას” გაოცებას შევეცდები”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კატალონიის “ბარსელონასთან” დაპირისპირებამდე “კამპ ნოუს” პრეს ოთახში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“აქ კვლავ დაბრუნება მშვენიერია. ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, რადგან “ბარსელონაში” წლები დავყავი. ახლა “ბაიერნში” ვარ, მომდევნო მატჩისთვის ჩამოვედი. ეს ჩემი საქმეა. ესაა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ორი დიდებული გუნდის მონაწილეობით. აქ ყოფნის განმავლობაში კარგად მექცეოდნენ. “ბარსელონა” ბურთის ფლობაში საუკეთესოა, ეს გუნდი სწორედ ამისთვის შეიქმნა. რთული იქნება მათ ბურთი წავართვათ. ჩვენც ჩვენ სტილს არ ვუღალატებთ და ვნახოთ ვინ გავა ფინალში.

მოწინააღმდეგეს აქვს უპირატესობა, იგი მე უფრო კარგად მიცნობს, ვიდრე მე მას. მათ ჰყავთ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელთაც შეუძლიათ მოედანზე ყველაფრის გადაწყვეტა. მათ იციან როგორ ვფიქრობ, მაგრამ არ იციან ჩემი ფეხბურთელების ფიქრის შესახებ, ასე რომ, ესაა ის რითაც მათ გაოცებას შევეცდები.” – განაცხადა გვარდიოლამ.

გვარდიოლა “ბარსელონას” 2008 წლის ზაფხულიდან 2012 წლის ზაფხულამდე წვრთიდა და კლუბთან ერთად 14 ტიტული მოიპოვა. ესპანელმა სპეციალისტმა “ბლაუგრანას” 247 მატჩში უთავკაცა, აქედან გუნდმა 179-ჯერ იმარჯვა, 47-ჯერ შეხვედრა ფრედ დაასრულა, ხოლო 21 მათგანში მარცხი იწვნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112913