ფეხბურთი

10:40 | 6.05.2015 | ნანახია NaN - ჯერ

წლეულს სერია A საუკეთესოა

უეფას საკლუბო რეიტინგში ცვლილებები ევროტურნირების ყოველი სათამაშო დღის შემდეგ ხდება. მიმდინარე სეზონში ყველაზე კარგად უეფას საკლუბო ასპარეზზე იტალიური გუნდები თამაშობენ. მას შემდეგ, რაც ტურინის “იუვენტუსმა” მადრიდის “რეალს” აჯობა, იტალიის სერია A-მ ესპანურ “ლა ლიგას” წლევანდელი მონაცემებით გადაასწრო. ახლა კალჩოს 18.5 ქულა დაუგროვდა, ხოლო პრიმერას 18.3 აქვს.

საერთო რეიტინგში “ლა ლიგა” ისევ დამაჯერებლად ლიდერობს, მეორეზე ინგლისის პრემიერლიგაა, ხოლო მესამე ადგილზე – გერმანიის ბუნდესლიგა. იტალიის სერია A კი მეორე-მესამე ადგილთან ჩამორჩენას შესამჩნევად სწრაფად ამცირებს.

თანაც, ისიც გასათვალისწიებელია, რომ იტალიას ევროტურინირებზე სამი გუნდი ისევ შემორჩა (ერთი ჩემპიონთა ლიგაზე, ორი ევროპის ლიგაზე), ხოლო გერმანია მხოლოდ ერთი გუნდითაა წარმოდგენილი, ინგლისისთვის კი მიმდინარე სეზონში ქულების დაგროვება უკვე კარგა ხანია შეწყდა, რაც ალბათობას, რომ იტალია კიდევ უფრო დაუახლოვდება სამეულს საგრძნობლად ზრდის.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:32 | 19.07.2015
Torres9 (12692)

კარგია ბიჭებო, გრიგოლეთის ბაზის რემონტიც დაწყებულია, ისე კარგი იქნება ერთ ორ სიტყვას ბაზაზეც თუ დაწერთ და სურათებსაც შემოგვთავაზებთ

15:27 | 19.07.2015
კოლხი! (224)

სათაურშივე აღგეღნიშნათ ხობის კოლხეთი რომ იყო, ბევრს ფოთის ეგონებოდა არ გადმოვიდოდა და :/

14:44 | 19.07.2015
berodaviti (4285)

ადმინ რა იდუმალი ხარ, ვიფიქრე ფოთის კოლხეთი და კინაღამ დავიჯერე...

0.063794