ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ “რეალთან” მოგებული მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ჯერ არაფერი გარკვეულა და “იუვენტუსი” მადრიდში ბერლინის საგზურისთვის ჩავა.
“ეს იყო ერთი თამაში, ახლა კიდევ ერთ მატჩში უნდა ვითამაშოთ ასე. აქ არაფერი დასრულებულა, მადრიდში უნდა ჩავიდეთ და ვიბრძოლოთ, იმედია, ბერლინში ვითამაშებ. წავალ თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში გუნდიდან? – ჯერ მოვიგოთ, მერე ვნახოთ”, - თქვა პირლომ.
“რეალი” “იუვენტუსს” ერთი კვირის შემდეგ საკუთარ “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიიღებს და მეორე ფინალისტის ვინაობაც 13 მაისს გაირკვევა.