ფეხბურთი

23:12 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მონტოია “ენფილდის” გზას დაადგა

კატალონიის “ბარსელონამ” და ინგლისურმა “ლივერპულმა” წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს ესპანელი მცველის, მარტინ მონტოიას “ენფილდ როუდზე” გადაბარგებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ კატალონიური გამოცემა “სპორტი” იუწყება.

თუ ესპანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, “ლივერპული” 24 წლის მცველის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გაიღებს.

მონტოია “ბარას” სკოლის აღზრდილია და მთავარი გუნდის ღირსებას 2011 წლიდან იცავს. თუმცა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება დღემდე ვერ მოახერხა.

0.121998