ფეხბურთი

22:50 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონის ამერიკული და გერმანული მატჩები    

ჩრდილო ამერიკის საფეხბურთო ლიგა NASL-ის მეოთხე ტურში “არმადამ” შინ 2:1 დაამარცხა “სან ანტონიო სკორპიონსი.” სტუმართა მაისურით ზურაბ ცისკარიძემ სრულად ითამაშა, 74-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. 11 გუნდიან ჩემპიონატში “სან ანტონიო სკორპიონსი” 6 ქულით მე-5 ადგილზეა.

გერმანიის A ჯუნიორ ნეიდერჰეინლიგის 24-ე ტურში “ბვ დიუსელდორფმა” შინ 5:3 დაამარცხა დიუსელდორფის “ფორტუნას” სარეზერვო გუნდი. მასპინძელთა შემადგენლობაში ვატო მურჯიკნელმა სრულად ითამაშა. 14 გუნდიან ჩემპიონატში “ბვ დიუსელდორფი” 32 ქულით მერვე ადგილზეა.

გერმანიის A იუგენდ მიტერჰეინლიგის 22-ე ტურში “კონიგსდორფმა” შინ 4:2 დაამარცხა ვალჰეიმის “ჰერტა.” “კონიგსდორფის” მთავარი მწვრთნელი ქართველი გიორგი ელიზბარაშვილია. 14 გუნდიან ჩემპიონატში “კონიგსდორფი” 36 ქულით მე-8 ადგილზეა.

გერმანიის კარლსბერგ-ლიგა ზაარლანდში 31-ე ტურის მატჩები გაიმართა. “კოლერბახმა” შინ 5:1 დაამარცხა “ჰალბერგი.” გამარჯვებულთა მოთამაშე-მწვრთნელმა დავით ბახტაძემ დუბლი შეასრულა. მან მე-14 და 87-ე წუთებზე გაიტანა გოლები. ვეტერანმა ქართველმა ფორვარდმა სრულად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ დავით ბახტაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 18 გუნდიან ჩემპიონატში “კოლერბახი” 47 ქულით მე-6 ადგილზეა.

გერმანიის ჰამბურგ-ბეზირკსლიგის ჩემპიონატის 27-ე ტურში “ბლიკვაილერმა” სტუმრად 1:0 დაამარცხა “ომერშეიმი.” “ბლიკვაილერის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ზურაბ ბიგვავა, რომელიც 78-ე წუთზე შეცალეს, გუნდის მოთამაშე-მწვრთნელ მელორ ბიგვავას კი მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. 16 გუნდიან ჩემპიონატში “ბლიკვაილერი” 55 ქულით მეორე ადგილზეა.

გერმანიის ვერბანდსლიგის ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონის ჩემპიონატის 27-ე ტურში “ბილესმენგენ-ბოლხენმა” შინ 3:2 დაამარცხა “ჰომბურგის” სარეზერვო გუნდი. გამარჯვებულთა მოთამაშე-მწვრთნელმა დიმიტრი აბაზაძემ მატჩი სრულად ჩაატარა. 16 გუნდიან ჩემპიონატში “ბილესმენგენ-ბოლხენი” 45 ქულით მეოთხე ადგილზეა.

0.153965