დღეს, ვერის ბაღში, საქართველოს საჭადრაკო ნაკრების “ოქროს გოგონებმა” – ბელა ხოტენაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა, ნინო ბაციაშვილმა და სალომე მელიამ ჭადრაკის მოყვარულებთან და ნორჩ მოჭადრაკეებთან ელვისებური პარტიები ითამაშეს. ამით, საქართველოს ნაკრების წევრებმა ქართველ ჭადრაკის ქომაგებს მადლობა გადაუხადეს.