სუპერლიგის პლეი ოფის დღეს დაგეგმილი მეოთხეფინალური შეხვედრებიდან ყველაზე გვიან რუსთავში ადგილობრივი “რუსთავისა” “ოლიმპის” დაპირისპირება დასრულდა. შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა, რომლის ძირითად დროში ფრე 72:72 დაფიქსირდა. ოვერტაიმი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და ყველასათვის მოულოდნელად 13:0 მოიგეს. მატჩის საბოლოო ანგარიშია 85:72 და “რუსთავი” ზედიზედ ორი მოგების შემდეგ სერიაში 2:0 დაწინაურდა.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. სამი მეოთხედის განმავლობაში “რუსთავი” ლიდერობდა. თითქოს ახლოს იყვნენ მასპინძლები გამარჯვებასთან, მაგრამ ბოლო მეოთხე მეოთხედში “ოლიმპი” გააქტიურდა და ანგარიში გაათანაბრა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებითი დრო კი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და ნახევარფინალში გასასვლელად ახლა 1 მოგება ყოფნით.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 22 ქულა “რუსთავისა” და ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა მიხეილ ჭოჭუამ დააგროვა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. 13 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი ჭოჭუას თანაგუნდელმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა აკაკი დვალიშვილმა შეასრულა. სტუმართა შორის ყველაზე კარგი შედეგი ცენტრალურმა თავდამსხმელმა, სერბმა ლეგიონერმა დუშკოვიჩმა აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა და ამდენივე მოხსნაა.
პლეი ოფის მეოთხედფინალური სერია 2 დღის შემდეგ განახლდება.
“რუსთავი” – “ოლიმპი” 85:72
(20:16, 21:20, 21:19, 10:17, 13:0)







