ფეხბურთი

21:20 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიდის, მაგრამ დაბრუნდება!

უკვე ძველი ამბავია, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს “დორტმუნდს” 7-წლიანი მუშაობის შემდეგ იურგენ კლოპი დატოვებს. გერმანელი სპეციალისტი თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბრაში მომავალში “სიგნალ იდუნა პარკზე” დაბრუნების იმედს გამოთქვამს.

“ჩემი ფიქრებით, ერთ მშვენიერ დღეს უკან დავბრუნდები. ეს ერთადერთია, რაზეც ამ რთულ მომენტში ვფიქრობ”, - თქვა კლოპმა.

თავის მხრივ, კლოპის “ბორუსიაში” დაბრუნების წინააღმდეგი არც “ყვითლების” გენერალური დირექტორი მიხაელ ზორგია:

“რა თქმა უნდა არსებობს შანსი, რომ კლოპი ისევ ჩვენთან დაბრუნდეს. იგი ახალგაზრდა და ძლიერი მწვრთნელია. მის დაბრუნებას “დორტმუნდში” ყველა მივესალმებით”.

იურგენ კლოპი “დორტმუნდს” 2008 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა და გუნდთან ერთად ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო. ამავდროულად, 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ითამაშა. მან გუნდიდან წასვლის შესახებ 15 აპრილს განაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115989