ფეხბურთი

20:31 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩხერიმელა” სამართალდამცავებთან სათანამშრომლოდ მზადაა

სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბ ხარაგაულის “ჩხერიმელას” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა კლუბის ადმინისტრაციის განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საფეხბურთო კლუბ “ჩხერიმელას” ორ ფეხბურთელს ბრალი ედება ე.წ. “გაყიდულ თამაშებში” მონაწილეობაში.

საფეხბურთო კლუბ “ჩხერიმელას” ადმინისტრაცია გმობს აღნიშნულ ფაქტს და ბოდიშს უხდის ხარაგაულელ და ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს და მზადაა ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან.”

“მსოფლიო სპორტი” დაუკავშირდა კლუბის ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამაშების “ჩაწყობის” ბრალდებით 8 პირი დააკავა. მათ შორის ორი, “ჩხერიმელას” მოქმედი ფეხბურთელია. ესენი არიან გიორგი გ. და თემური ს.

მათ გარდა დააკავეს საჩხერის “ჩიხურას” ყოფილი სელექციონერი დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის ibcbet-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში ომარ ნ, ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბ. ასევე ორი პირი – იოსები გ. და გიორგი კ, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ.

0.134104