ფეხბურთი

19:17 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: “ოთხივე გუნდის შანსი თანაბარია”

დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. ბუნებრივია, მატჩის წინ ინტერესი ძალზე დიდია და მოახლოვებულ თამაშთან დაკავშირებით საუბარს საფეხბურთო სამყაროში სახელმოხვეჭილი პირები არ ერიდებიან.

ტურინული გამოცემის ჟურნალისტი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ და “რეალის” ყოფილ თავკაც ვისენტე დელ ბოსკეს ესაუბრა. თემა კი გასაკვირი არაა, რომ მეტწილად სწორედ დღევანდელ მატჩს დაეთმო.

- “ლა ლიგა” ძველ კონტინეტზე დომინირებას განაგრძობს. რას იტყოდით, ჩემპიონთა ლიგაზე ესპანური ფინალი რომ შედგეს, ხოლო “სევილია” ევროპის ლიგის ფინალში ვიხილოთ?

- კარგი იქნება! შეუძლებელი არაა. სიმართლე ისაა, რომ კარგა ხანია ესპანური კლუბები ევროპულ ასპარეზზე დომინირებენ. არამხოლოდ “რეალი” და “ბარსელონა, არამედ “სევილია” და “ატლეტიკოც”. აგრეთვე, არცთუ დიდი ხნის წინ “დეპორტივო” და “ვილიარეალიც” ახლოს იყვნენ ფინალთან.

- ხვალ საღამოს პეპ გვარდიოლა “კამპ ნოუზე” დაბრუნდება. მას თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, რამდენად ემოციური იქნება ეს ყველაფერი?

- პეპისთვის უფრო მნიშვნელოვანი თამაშის არწაგება იქნება. რა თქმა უნდა “ბაიერნი” და “ბარსელონა” ფანტასტიური გუნდები არიან.

- “იუვენტუსი” – “რეალი”, რომელი გააღწევს ფინალში?

- პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს. ოთხივე ნახევარფინალისტს ფინალში თამაშისა და თასის მოგების თანაბარი შანსი გააჩნია.

- მოგწონთ მასიმილიანო ალეგრის “იუვე”?

- “იუვენტუსი” ძალზე შეკრული გუნდია. ალეგრის განკარგულებაში ნამდვილი ჩემპიონები არიან, რომელთაც დიდი გამოცდილებაც გააჩნიათ.

- ტევესი მთავარი კოზირია?

- არამხოლოდ ის. “იუვეს” ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს – ბუფონი, პირლო, მარკიზიო, თუნდაც იგივე ტევესი.

0.116618