ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ წარმატებული სტარტი აიღო 10-ათასიან ტურნირზე, რომელსაც ისრაელის ქალაქი აშქელონი მასპინძლობს.
მე-4 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ ფრანგი კლემენს ფაიოლი 6:2, 7:6 (7:5) დაამარცხა და მერფედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე ებრაელ ვალერია პატიუკს გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში ბოლქვაძეს და უნგრელ ნაომი ტოტკას პირველი განთესვა გააჩნიათ და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.