ჩოგბურთი

15:30 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე სლოვაკურ ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) გამოეთიშა.

გორგოძემ ერთეულთა შეჯიბრის საკვალიფიკაციო ბადე ვერ დასძლია, წყვილებში კი პირველივე რაუნდში წააგო. გორგოძე და ჩეხი კატერინა ვანიკოვა მე-2 განთესვის მქონე პარაგვაელ სეპედე როიგს და ლიხტეშტეინელ ვოგტს დაუპირისპირდნენ და 4:6, 5:7 დამარცხდნენ.

მოგვიანებით, ოქსანა კალაშნიკოვა და რუსი ევგენია როდინა ძალებს სლოვაკურ დუეტთან (ჩეპელოვა-სკამლოვა) მოსინჯავენ.

0.11189