ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ტუნისის ამავე სახელწოდების მქონე დედაქალაქში საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) ჩაერთო და მარცხი განიცადა.
შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა წყვილთა შეჯიბრის მერვედფინალში სლოვენიელ ნასტია კოლარს და ავსტრიელ ივონ ნოივირტს გაეჯიბრნენ და 0:6, 6:3, 7:10 დამარცხდნენ.
შაფათავა ხვალ ჩაატარებს ერთეულთა ტურნირის საწყის შეხვედრას. სოფოს მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი ამერიკელი ალექსა გლატჩი იქნება.