ფეხბურთი

14:36 | 5.05.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“მანჩესტერი” ლორისთან მოლაპარაკებას იწყებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ტოტენჰემი” მეკარე უგო ლორისი ზაფხულში შესაძლოა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი გახდეს.

L’Equipe-ს ინფორმაციით, ფრანგმა უკვე უთხრა თანაგუნდელებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრით გულდაწყვეტილია და ზაფხულში კლუბის გამოცვლა უნდა.

თავის მხრივ, მანჩესტერელებმა ლორისის გარემოცვასთან მოლაპარაკება დაიწყეს, რადგან ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯ დავიდ დე ხეას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არანაირი წინსვლა არაა.

ასევე, ვრცელდება ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ლორისს სიტყვიერი შეთანხმება აქვს “ტოტენჰემის” პრეზიდენტ დენიელ ლევისთან და ლონდონელები მას 27 მილიონ ევროდ გაყიდიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:38 | 30.01.2015
drogba_<3 inter (23926)

მუშნი რო შემოხვალ დოუშვი ამგენს

05:28 | 30.01.2015
drogba_<3 inter (23926)

დაიფიცე ?

0.065561