ფეხბურთი

11:12 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “ანრი შეცდა”

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ “მეთოფეებს” პრემიერლიგის მოსაგებად 4 გამოცდილი მოთამაშის დამატება სჭირდებათ და გუნდი ინგლისის ჩემპიონატს ოლივიე ჟირუს ძალისხმევით ვერ მოიგებენ.

ჩრდილოლონდონური გუნდის თავკაცმა არსენ ვენგერმა კი აღნიშნა, რომ ანრი შეცდა და შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა: “იგი შეცდა, შემიძლია ამ აზრს დავეთანხმო, მაგრამ ჟირუს შესახებ კომენტარი არასწორია. მარტივად მოგახსენებთ, მსგავსი მესმოდა ნიკოლას ანელკას, რობინ ვან პერსის და თავად ტიერის შესახებაც, მაგრამ მათ შეძლეს მსოფლიო კლასის ფეხბურთელებად ჩამოყალიბება”.

პრემიერლიგის 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებული ლონდონის “ჩელსი” გახდა. 35 ტურის შემდეგ “არსენალი” მეორე-მესამე ადგილებს “მანჩესტერ სიტისთან” ერთად 70 ქულით იყოფს. “მეთოფეები” “ქალაქელებთან” უპირატეს მდგომარეობაში არიან, რადგან მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

0.103636