ფეხბურთი

22:01 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიმულაციაცაა და სიმულაციაცო...

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო, რომელიც ამჯერად მექსიკურ “კერეტაროში” გამოდის, ყურადღების ცენტრში მოექცა.

2 მაისს მექსიკის ჩემპიონატის მორიგ კალენდარულ მატჩში, რომელშიც 35 წლის ფეხბურთელის გუნდი “მორელიას” სტუმრობდა, რონალდინიომ მინდვრის ცენტრში მსაჯის გაბითურება სცადა.

ვეტერანმა მოთამაშემ მეტოქის საფირმო მოტყუება სცადა, თუმცა მას მერე რაც შენიშნა, რომ მოწინააღმდეგე მის შეჩერებას აკრძალული ხერხით ცდილობდა, მინდორზე თავისავე ინიციატივით დაეცა. საბოლოოდ, მან მსაჯისგან დამსახურებული ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც სამხრეთამერიკელმა ვარსკვლავმა გაოცება ვერ დამალა.

ეპიზოდის ნახვა ვიდეოში უკეთ შეგეძლებათ.

https://www.youtube.com/watch?v=8BB8raFkObA

თეგებირონალდინიო
0.118613