ფეხბურთი

21:32 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი “ჩელსის” ულოცავს

ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” აღზრდილი ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” ღირსებას 2001-2014 წლებში იცავდა, ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონიდან კი მანჩესტერში გადაბარგდა და “სიტის” ღირსებას იცავს.

“ლონდონელმა არისტოკრატებმა” თანაქალაქელი “კრისტალ პალასის” ძლევით ვადაზე ადრე გაინაღდეს პრემიერლიგის პირველობა (ისტორიაში მეხუთედ), ყოფილ პარტნიორებს კი ერთ-ერთმა პირველმა ლამპარდმა მიულოცა: “მახარებს ჩემი ყოფილი გუნდელების და მეგობრების წარმატება. ჩემპიონობა დიდი მიღწევაა და მას კლუბის თითოეული თანამშრომელი იმსახურებს. “ჩელსიში” 13 წლის განმავლობაში ვთამაშობდი და კარგად ვიცი, რაოდენ მნიშვნელოვანია დაუფლებული ყოველი ჯილდო”.

36 წლის ფრენკ ლამპარდმა ამ სეზონში “სიტის” ღირსება 29 საპრემიერლიგო მატჩში დაიცვა და 5 გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111145