ფეხბურთი

21:06 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლაშჩიკოვსკი თასის ფინალისთვის გამოჯანმრთელდება

დორტმუნდის “ბორუსიას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ბუნდესლიგის მატჩის ბოლო ტურში, “ჰოფენჰაიმთან” დაპირისპირებისას, პოლონეთის ნაკრების წევრმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ საზარდულის არეში ტრავმა მიიღო და დაახლოებით 3 კვირა გაუცდება.

ამის გამო “კუბა” ბერლინის “ჰერტასა” და “ვოლფსბურგის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამასთან, დორტმუნდელთა საექიმო შტაბი ირწმუნება, რომ გერმანიის თასის ფინალისთვის ბლაშჩიკოვსკის “ფეხზე დააყენებენ” და პოლონელი ბრემენის “ვერდერის” წინააღმდეგ ასპარეზობას მოახერხებს.

მიმდინარე სეზონში ბლაშჩიკოვსკიმ ბუნდესლიგის შეხვედრებში დორტმუნდელთა მაისურით 13-ჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110208