აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბ ბაქოს “ინტერის” მეკარე გიორგი ლომაია ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
ორი კვირის წინ, 35 წლის მეკარემ ვარჯიშზე მხარი დაიზიანა და მას მერე უქმობდა. ინტერნეტპორტალ azerisport.com-ის ინფორმაციით, 4 მაისს გამართულ წვრთნაზე ლომაია თანაგუნდელებს დაუბრუნდა. თუმცა, ის ჯერ სრულყოფილად ვერ იტვირთება და მხოლოდ რბენით შემოიფარგლა.
მიმდინარე სეზონში ლომაიამ “ინტერში” მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა.