პლეი ოფის მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრაში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საქართველოს თასის მფლობელმა და რეგულარული პირველობის გამარჯვებულმა “დინამომ” მიმდინარე ჩემპიონატის აუტსაიდერ “მგზავრები-არმიას” უმასპინძლა. დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით 84:82 შეძლო მეტოქის დამარცხება, სერიაში დაწინაურდა.
როგორც ტიტულებიდან, ასევე რეგულარულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, ფავორიტად “დინამო” ითვლებოდა. პროგნოზით საპირისპიროდ, რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულს აუტსაიდერის დამარცხება გაუჭირდა. პირველმა ტაიმმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, რომელიც დინამომ ქულის სხვაობით 40:39 მოიგო. მესამე მეოთხედის შემდეგ დინამო 10 ქულის სხვაობით დაწინაურდა. ბოლო მეოთხედმა საპირისპირო სცენარით ჩაიარა. უპირატესობას “მგზავრები-არმია” დაეუფლა და ნელ-ნელა იწყო ანგარიშში სხვაობის შემცირება. შეიძლება ითქვას, რომ ბუბა ბერიშვილის შეგირდებს მატჩის გადასარჩენად დრო არ ეყოთ.
მეოთხედფინალური სერიის დღეს ჩატარებულმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ პლეი ოფში წარმატების იოლად მიღწევა ძნელი იქნება.
შეხვედრაში საუკეთესო იყო “დინამოს” კაპიტან უკანახაზელი ლაშა გამყრელიძე. მან ყველაზე მეტი 22 ქულაა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა. გამყრელიძე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნული ნაკრების 12 კაციან შემადგენლობაში მოხვედრას იმსახურებს, მაგრამ ამას ნაკრების ხელმძღვანელობა რატომღაც ვერ ამჩნევს. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა გამყრელიძის ამერიკელი თანაგუნდელი, მძიმე ფორვარდი გარიკ შერმანი, რომელმაც 12 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა.
“მგზავრები-არმიას” მხრიდან ყველაზე მეტი 17-17 ქულა ფორვარდმა ტატო ჩაჩიბაიამ და ამერიკელმა ლეგიონერმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ადრიკ მაკინიმ დააგროვეს. ამ უკანასკნელმა აღნიშნულ ქულებს 19 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
აღნიშნული გუნდების მეორე შეხვედრა ხვალ გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): შეიძლება თამაში რამდენიმე მეოთხედად დავყოთ. თავიდან ნორმალურად დავიწყეთ, შემდეგ პრობლემები გვქონდა, მაგრამ გამოვასწორეთ. მეოთხე მეოთხედში ისევ გვქონდა ჩავარდნა და პერიოდი 8 ქულით წავაგეთ, ბოლო 3-4 წუთში მოთამაშეები აბსოლუტურად მოეშვნენ, რაზეც მათთან უკვე მქონდა საუბარი. შეიძლება გამართლებაც იყო, თუმცა ალბათ მაინც ვიმსახურებდით მოგებას, წინ ვიყავით და მოვახერხეთ გამარჯვება. ფარი 11 ბურთით წავაგეთ და თუ არ გამოვასწორეთ, ხვალინდელი თამაში გაგვიჭირდება. ვეცდებით მეორე თამაშში შევამციროთ დღევანდელი შეცდომები.
ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას. ბოლო წუთს გამოცდილება დაგვაკლდა და ამის გამო წავაგეთ, ბევრად უკეთესად უნდა გამოგვეყენებინა შეტევა და ეს ვერ მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომაც დავუშვით, 15 დაკარგვა გვქონდა, ,,დინამოს’’ – 7, პირველ შეტევაშიც დიდი სხვაობით წავაგეთ და ამიტომ დავისაჯეთ. ვეცდებით, ხვალისთვის დავალებები უკეთ შევასრულოთ.
დინამო - მგზავრები-არმია 84:82
(20:19, 20:20, 24:15, 20:28)







