ფეხბურთი

18:32 | 4.05.2015 | ნანახია NaN - ჯერ

დე შილიოს ნაადრევი და "მილანის" ზედმეტი წითელი ბარათები

იტალიურ "მილანს" მიმდინარე სეზონში დალხინებული ცხოვრება რომ არ უდგას, უკვე ძველი ამბავია. იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში, რომელშიც "როსონერი" "ნაპოლისთან" 0:3 დამარცხდა, გუნდის მარჯვენა მცველი მატია დე შილიო თამაშის დაწყებინად 50-ე წამზე მოედნიდან გააძევეს. ეს კი იმითაა საინტერესო, რომ დე შილიოს გაძევება იტალიის ჩემპიონატში 2005 წლიდან მოყოლებული ყველაზე სწრაფია.

გარდა ამისა, 22 წლის მცველის წითელი ბარათი წლეულს "მილანის" ფეხბურთელთა შორის მე-10 გამოდგა, რაც ლომბარდიული გრანდის ანტირეკორდია.

"მილანი" დღეისათვის სერია A-ში 34 ტურის შემდეგ 43 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:28 | 16.10.2018
temo11 (1791)

მძგნერიჭამიამ რაუნდა მოგაგებინოს, ჩაისვარა უკვე

0.066319