იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდ "მილანში" სილვიო ბერლუსკონის ერა სრულდება. ამის შესახებ ბოლო პერიოდში იტალიური მედია აქტიურად იუწყება. "როსონერის" აქციების ახალი მფლობელი, როგორც ვარაუდობენ, ტაილანდელი ინვესტორი ბი ტაეჩუბოლი იქნება. აზიელი ბიზნესმენი უკვე დიდი ხანია "მილანის" აქციათა საკონტროლო პაკეტის ხელში ჩაგდებას ცდილობს და როგორც ჩანს მიზნის ასრულებასთან ახლოსაა.
ბი და ბერლუსკონი ერთამენთს უკვე შეხვდნენ, რაც ვარაუდს, რომ ლომბარდიელებს ახალი მეპატრონე ეყოლებათ, უფრო ამყარებს. თავად ტაილანდელმა კი მედიასთან აღიარა, რომ იგი "მილანის" გარდა სხვა გუნდში ფულს არასდროს დააბანდებს.
"ან "მილანი", ან არაფერი. სხვა გუნდში ინვესტიციას არასდროს განვახორციელებ", - ამბობს ბი ტაეჩუბოლი.
სილვიო ბერულკონი "მილანს" გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული პატრონობს და გუნდმა მისი პრეზიდენტობით ყველა შესაძლო ტიტულის მოგება შეძლო. თუმცა ბოლო პერიოდში "როსონერიმ" ძველი დიდება დაკარგა. მილანელი ქომაგებიც სილვიოს აქტიურად მოუწოდებდნენ კლუბის გასხვისების შესახებ.