ფეხბურთი

16:02 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” გარაის გადაბირებას შეეცდება

ესპანური მედიის ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული ნაკრების და სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” მცველი ეზეკიელ გარაი შესაძლოა მომდევნო სეზონიდან “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ვიხილოთ.

სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი რუსული კლუბის აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მიუხედავად “ზენიტში” კარგი ასპარეზობისა, გარაის დიდი მიზნები აქვს და საკუთარ მომავალს ინგლისურ პრემიერლიგაში ხედავს.

მანჩესტერელები მზად არიან არგენტინელის სანაცვლოდ 18.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ. გარაის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპზე 20 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ეზეკიელმა ყველა საკლუბო ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114993