ფეხბურთი

13:26 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” პარეხოს შეძენა სურს

ესპანური “ვალენსიას” ნახევარმცველის დანიელ პარეხოს შეძენა მადრიდის “ატლეტიკოს” სურს – იუწყება ვალენსიური გამოცემა Superdeporte.

26 წლის ნახევარმცველს “ლოს ჩესთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და ჯერჯერობით მხარეები ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდებიან. როგორც ცნობილია, პარეხო ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას ითხოვს, რაც კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს. დიეგო სიმეონე აპირებს ამით ისარგებლოს და პარეხო მადრიდში გადაიყვანოს. დანიელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 15 მილიონი ევროა.

პარეხო მიმდინარე სეზონს წარმატებულად ატარებს. ის “ღამურების” კაპიტანი და საუკეთესო მეგოლია. მან მიმდინარე ლა ლიგაში 32 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.114031