ფეხბურთი

1:31 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” ჩემპიონთა ლიგას უახლოვდება

ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ვალენსიამ”, რომელმაც ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, “სევილიას” 3 ქულით გაასწრო. იმ შემთხვევაში, თუ “ლოს ჩე” დარჩენილ მატჩებში 6 ქულის აღებას მოახერხებს, ნუნუ ესპირიტო სანტოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

დღის პირველი შეხვედრა “კორნელია ელ პრატზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ესპანიოლმა” მადრიდში ქულა გაატანა “რაიო ვალეკანოს”. პაკო ხემესის გუნდმა პირველი ნახევარი ემილიანო ინსუას გოლით მოიგო, ხოლო მატჩის მიწურულს ჰექტორ მორენომ აღადგინა წონასწორობა – 1:1. ორივე კლუბი ცხრილის შუაში უმოტივაციოდ იმყოფება.

მწვრთნელის შეცვლამ არგო “გრანადას”, რომელმაც ელ არაბის დუბლით “ხეტაფე” დაამარცხა გასვლაზე და ლა ლიგაში დარჩენის შანსები შეინარჩუნა. ანდალუსიელები სამშვიდობო ზონას 3 ქულით ჩამორჩებიან.

მარტივი სამი ქულა მოიპოვა “ვალენსიამ”. ნუნუ ესპირიტო სანტოს შეგირდებმა პირველი ტაიმი ნიკოლას ოტამენდის ზუსტი თავურით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცეს. 56-ე წუთზე დანიელ პარეხომ შერეული დარტყმით მიმდინარე ლა ლიგაში მე-12 გოლი გაიტანა, ხოლო 71-ე წუთზე პაკო ალკასერმა გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ პაკოს 65-ე წუთზე სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს არ არსებული თამაშგარეს გამო. ერთადერთი, რაც სტუმრებმა მოახერხეს შეხვედრის ბოლოს პრესტიჟის გოლის გატანაა – 84-ე წუთზე ანდრე გომეშმა მოედნის ცენტრში დაკარგა ბურთი, რითაც ანხელმა ისარგებლა, ზუსტი გადაცემა გაუკეთა არუაბარენას და მანაც დიეგო ალვეშის მშრალი სერია შეწყვიტა “მესტალიაზე” – 3:1. ბრაზილიელ მეკარეს საშინაო შეხვედრებში 677 წუთი არ ჰქონდა გაშვებული და ამით კლუბის რეკორდიც დაამყარა. უკანასკნელად, “ღამურებს” შინ იანვარში “სევილიასთან” ჰქონდათ გაშვებული.

დღის დასკვნითი შეხვედრა “ლა როსალედაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “მალაგამ” მოულოდნელად წააგო “ელჩესთან” და ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი დაკარგა. ვალენსიელებმა ტაიმი ჯონათასის გოლით მოიგეს. 71-ე წუთზე შეხვედრის სცენარის რადიკალურად შეცვლა შეიძლებოდა, უნდიანო მალენკომ მოედნიდან ჟემისლავ ტიტონი გააძევა და “ელჩეს” კარში პენალტი დანიშნა, თუმცა დუდამ ძელს გაარტყა. 89-ე წუთზე შეტევაში გართულ ანდალუსიელებს სტუმართა კონტრშეტევა გამოეპარათ და პასალიჩმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. “მალაგამ” პრესტიჟის გოლის გატანა 94-ე წუთზე მოახერხა, თავი გერამ გამოიჩინა – 1:2.

ესპანიოლი - რაიო ვალეკანო 1:1 (0:1)


ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია, ჰ.მორენო, ალვარო, დუარტე, არბილია, ვ.სანჩესი, კანიასი, მონტანესი (სევილია 65), ს.გარსია, ლუკასი, კაისედო (სტუანი 49).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

რაიო ვალეკანო (4-2-3-1):
ტონიო, მორსილიო, ზე კასტრო, ე.ინსუა, ბაენა (ხოზაბედი 72), ტრაშორასი, ა.მორენო (ლიკა 84), ემბარბა, ბუენო, მიკუ (მანუჩო 61).
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 0:1 ე.ინსუა (29), 1:1 ჰ.მორენო (80).
გაფრთხილებები: არბილია, ვ.სანჩესი, დუარტე, კანიასი – ტონიო
გაძევება: კანიასი 94.
მსაჯი: ფერნანდო ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 11(5)-7(4), ჯარიმა: 18-18, კუთხური: 5-1, თამაშგარე: 1-8, სეივი: 3-4

ხეტაფე – გრანადა 1:2 (1:1)

მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ალექსისი, ნალდო, ვიგარაი, ესკუდერო, ხ.როდრიგესი, ლასენი (ბუენდია 77), დ.კასტრო (დიავარა 63), ლეონი (ი.ლოპესი 77), სარაბია, ჰინესტროზა.
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო

გრანადა (4-2-3-1): რ.ფერნანდესი, კალა (მაინცი 54), ბაბინი, ნიომი, ხ.კარლოსი, მარკესი (იტურა 69), რ.პერესი, პიტი (იბანესი 79), ბანგურა, როჩინა, ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

გოლები: 0:1;1:2 ელ არაბი (14 პენ;59), 1:1 ლეონი (45).
გაფრთხილებები: ლასენი, ალექსისი, ესკუდერო – კალა, პიტი, მაინცი, რ.პერესი
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 17(5)-14(6), ჯარიმა: 14-17, კუთხური: 4-6, თამაშგარე: 5-1, სეივი: 4-4

ვალენსია – ეიბარი 3:1 (1:0)


ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, გაია (ორბანი 60), ბარაგანი, ფუეგო (ნეგრედო 78), გომეში, პარეხო, დე პაული (პიატი 67), ფეგული, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ანიბარო, ბორხა, ბოვედა, ვილა, დ.გარსია (ერასტი 78), დ.ბოატენგი, დელ მორალი (ანხელი 68), კაპა, ბერხონი, პიოვაკარი (არუაბარენა 46).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლები: 1:0 ოტამენდი (25), 2:0 პარეხო (56), 3:0 ალკასერი (71), 3:1 არუაბარენა (84).
გაფრთხილებები: პიატი, გომეში – დ.გარსია
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 13(6)-7(1), ჯარიმა: 8-17, კუთხური: 7-5, თამაშგარე: 3-1, სეივი: 0-3


მალაგა – ელჩე 1:2 (0:1)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ს.სანჩესი, ბოკა, როსალესი, დარდერი, კამაჩო, კასტილიეხო (გერა 46), ამრაბატი, სამუელი, ხუანმი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

ელჩე (4-2-3-1): ტიტონი, ლომბანი, როკო, სისმა, დ.სუარესი, მოსკერა, პასალიჩი, გ.როდრიგესი, ფაჟრი, ვ.როდრიგესი, ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 0:1 ჯონათასი (29), 0:2 პასალიჩი (89), 1:2 გერა (94).
გაფრთხილებები: სამუელი, ხუანმი, დუდა – დ.სუარესი, ვ.როდრიგესი
გაძევება: ტიტონი 71.
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 21(9)-7(3), ჯარიმა: 15-18, კუთხური: 5-2, თამაშგარე: 7-4, სეივი: 1-8

თეგებილა ლიგა
0.296448