A ლიგის მეშვიდე ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს “კაქტუსი” და ტურნირის ერთ-ერთი ლიდერი “წყალტუბო” დაუპირისპირდნენ. შესანიშნავად ითამაშა წყალტუბომ, რომელმაც პირველ ტაიმშივე გადაწყვიტა მატჩის ბედი და 16 ქულით, 38:22 მოიგო.
მესამე მეოთხედში “წყალტუბოს” უპირატესობა 29 ქულამდე გაიზარდა. მეოთხე მეოთხედში კი შესუსტებული შემადგენლობით იასპარეზა და მეტოქეს ანგარიშის შემცირების საშუალება მისცა. საბოლოო ანგარიშია 76:53 “წყალტუბოს“ სასარგებლოდ.
ამ შეხვედრაში საუკეთესოიყო “წყალტუბოს“ უკრაინელი ლეგიონერი სერგეი ალფოროვი, რომელმაც 28 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი დააგროვა და სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ალფოროვის თანაგუნდელი და თანამემამულე, ცენტრალური თავდამსხმელი ალექსანდრ რიხლიუკი, რომლის ანგარიშზე 11 ქულა და 10 მოხსნაა.
„კაქტუსის“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო ამერიკელი ლეგიონერი, უკანახაზელი სამატაკუ, რომელმაც 24 ქულა და 10 მოხსნა.
“კაქტუსი” – “წყალტუბო” 53:76 (10:21, 12:17, 11:24, 20:14)
1 წყალტუბო---7 6/1 580/495 13
2 არენა-76-----7 5/2 583/533 12
3 კაკტუსი -----7 4/3 514/532 11
4 სეუ-ჰიუნდაი-7 3/4 553/596 10
5 თსუ-----------7 2/5 556/577 9
6 დილა გორი---7 1/6 549/602 8







