კალათბურთის ა ლიგაში მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა. ზედიზედ 6 წაგების შემდეგ პირველი მატჩი მოიგო გორის “დილამ” რომელმაც “სეუ-ჰიუნდაი” 88:82 დაამარცხა. თითქმის მთელი შეხვედრის გამნმავობაში დილას კალათბურთელები ლიდერობდნენ, ოთხიდან სამი მეოთხედი მოიგეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
“დილა” წინა შეხვედრებშიც ახლოს იყო ხოლმე გამარჯვებასთან, ტრადიციულად, შეხვედრას კარგად იწყებდა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას ვერ ახერხებდა. ამჯერად ნავსი გატყდა და დილამ ა ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
გორელთა გამარჯვებაში ლომის წილი ვეტერანმა კალათბურთელებმა შეიტანეს. ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 28 ქულა დილას მძიმე ფორვარდმა ზვიად ბაბიაშვილმა დააგროვა, რომელსაც ორმა დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ბაბიაშვილის თანაგუნდელი, კიდევ ერთი ვეტერანი, ფორვარდი ვლადიმერ ბეჟანიშვილი, რომელმაც 22 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
“სეუ-“ჰიუნდაის” მხრიდან ყველაზე კარგი შედეგი მძიმე ფორვარდმა ირაკლი ალხანაიძემ აჩვენა, რომელმაც 24 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ალხანაიძის თანაგუნდელი უკანახაზელი ირაკლი გაბისონია, რომლის ანგარიშზე 16 ქულა და 10 მოხსნაა.
“დილა” – “სეუ-ჰიუნდაი” 88:82 (17:15, 24:22, 20:15, 27:20)
1 წყალტუბო---7 6/1 580/495 13
2 არენა-76-----7 5/2 583/533 12
3 კაკტუსი -----7 4/3 514/532 11
4 სეუ-ჰიუნდაი-7 3/4 553/596 10
5 თსუ-----------7 2/5 556/577 9
6 დილა გორი---7 1/6 549/602 8







