ფეხბურთი

22:10 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერები უდანაკარგოდ ირჯებიან

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურში საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლმა პირველი ოთხეულის გუნდებმა თავისი შეხვედრები მოიგეს და სატურნირო ცხრილშიც ცვლილებები არ მომხდარა.

ლიდერმა “დილამ” რუსთავში დაშლის პირას მყოფ “მეტალურგს” 2:0 სძლია. ირაკლი მოდებაძემ მე-13 გოლი გაიტანა სეზონში და ბომბარდირთაAდავას ისევ სათავეში უდგას. რუსთაველთა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამ კი მატჩის შემდეგ თქვა: ჩემი ბიჭების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ეს გუნდი ბოლო ტურამდე იბრძოლებს და იქნებ გადავრჩეთო. მართლაც, გმირები არიან “მეტალურგის” ფეხბურთელები, არანაირი პირობები: არც შუქი, არც წყალი, თვეობით გაუცემელი ხელფასები, რამდენი შეძლებდა ამდენ ხანს ენთუზიაზმზე თამაშს? მით უმეტეს, რომ ბევრ მათგანს ოჯახები ჰყავს სარჩენი.

ბათუმის “დინამომ” ივანწმინდაში ”ჩიხურას” სძლია და ლიდერს ისევ სამი ქულით ჩამორჩება. ბათუმელებს გაზაფხულზე საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ ლიგაში, მათ 11 მატჩში 27 ქულა დააგროვეს (ლიდერმა “დილამ” - ქულით ნაკლები), მათმა დამრიგებელმა ასლან ბალაძემ კი დასძინა: სეზონის დასაწყისში ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩემპიონობის შანსი გვექნებოდა. გუნდის შენებას გეგმაზომიერად ვაგრძელებთ და ჩვენი წარმატება სწორი მუშაობის შედეგიაო. მართლაც, წლევანდელ სეზონში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ზღვისპირელები საკუთარ თავს გადაახტნენ, დამთავრებამდე ოთხი ტური დარჩა და ისინი მეორე ადგილზე არიან.

“ცხინვალმა” ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა, ”სიონთან” მათი შეხვედრა ტურის ყველაზე უხვგოლიანი (3:4) გამოდგა. ისევ გაიტანა ნიკა კაჭარავამ. ეს 21 წლის შემტევის მეექვსე გოლი გახლდათ ბოლო ოთხ მატჩში. ცხინვალელები მეოთხე საფეხურზე დგანან და თუკი ამ ადგილზე დარჩნენ, გარკვეული ვარიანტის შემთხვევაში, შესაძლოა, ევროპა ლიგის საგზურსაც გამოკრან “ფეხი” – თუკი, თბილისის “დინამო” სამეულში დარჩა და ქვეყნის თასს დაეუფლა.

ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა “ქართული კლასიკო.” დასაწყისში ქუთაისელები იგებდნენ, შემდეგ დინამოელები. ქუთათურებმა ვახტანგ კვარაცხელიას გოლით გაათანაბრეს, მაგრამ დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე ჯაბა ჯიღაურმა გამარჯვებისა მაინც გაიტანა და “დინამოს” საჩემპიონო შანსები შეუნარჩუნა.

მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა “სამტრედიამ.” ზაზა ზამთარაძის შეგირდები გრიგალაშვილის გოლით იგებდნენ, მაგრამ მერე ფოთელებმაც შეაგდეს. მასპინძლებს კი მეტისთვის ძალა აღარ ეყოთ. ამისდაკვალად, როგორც ჩანს, სამტრედიელებს სამეულში მოხვედრა გაუჭირდებათ და ევროზონაში მოსახვედრად ქვეყნის თასის მოგება დასჭირდებათ. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს ფინალში სამტრედიელები თბილისის “დინამოს” შეხვდებიან.

დაფიქსირდა ორი დუბლი: ლანჩხუთელმა ვილი ისიანმა “ზუგდიდს,” ბოლნისელმა ჯაბა უგულავამ კი “ცხინვალს,” ორ-ორჯერ გაუტანეს.

9 მაისს კი სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი გველის: ბათუმის “დინამო” ქობულეთში თბილისელ თანაკლუბელებს უმასპინძლებს და ამის შემდეგ ცხრილში ბევრი რამ გაირკვევა. საწყენია, რომ დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრა სიჩუმეში, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის.

1 მაისი

შუქურა (ქობულეთი) მერანი (მარტვილი) 1:3 (0:1)

0:1 დათა წულაია (38), 0:2 ლაშა ჯღამაია (50), 1:2 თორნიკე თუხარელი (61), 1:3 ვაჟა ქიქავა (90)

გურია (ლანჩხუთი) – ზუგდიდი 5:0 (2:0)

1:0 კობა შალამბერიძე (10), 2:0 ალექსანდრე კოშკაძე (15), 3:0, 4:0 ვილი ისიანი (55, 71), 5:0 ერეკლე კილაძე (75)

2 მაისი

სამტრედიაკოლხეთი (ფოთი) 1:1 (1:0)

1:0 თორნიკე გრიგალაშვილი (43), 1:1 ნიკოლოზ სიჭინავა (65)

სიონი (ბოლნისი) – ცხინვალი 3:4 (1:1)

1:0 ჯაბა უგულავა (15, პენ), 1:1 ბიძინა მახარობლიძე (22), 1:2 ნიკა კაჭარავა (54), 1:3 გიორგი ივანიშვილი (55), 2:3 ჯაბა უგულავა (62,პენ), 2:4 ლაშა შინდაგორიძე (64, პენ), 3:4 დათა სიჭინავა (90)

მეტალურგი (რუსთავი) – დილა (გორი) 0:2 (0:1)

0:1 მიხაილ გორელიშვილი (25), 0:2 ირაკლი მოდებაძე (62)

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (ბათუმი) 0:1 (0:0)

0:1 ნიკა მგელაძე (52)

დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:2 (1:1)

0:1 გურამ ადამაძე (10), 1:1 ლაშა თოთაძე (40), 2:1 გიორგი პაპუნაშვილი (51), 2:2 ვახტანგ კვარაცხელია (76), 3:2 ჯაბა ჯიღაური (86)

27-ე ტური

8 მაისი. პარასკევი: მერანი – მეტალურგი, ვიტ ჯორჯია – შუქურა

9 მაისი. შაბათი: ზუგდიდი – ჩიხურა, დინამო (ბთ) – დინამო (თბ), გურია – სამტრედია, დილა – კოლხეთი, ტორპედო – სიონი

ცხინვალი ისვენებს

1. გორის დილა 26 16 6 4 44:20 54
2. დინამო ბათუმი 26 16 3 7 34:22 51
3. დინამო თბილისი 26 15 5 6 44:26 50
4. სპარტაკი 26 14 3 9 36:34 45
5. სამტრედია 26 12 6 8 34:23 42
6. ჩიხურა 26 11 6 9 34:30 39
7. გურია 26 9 8 9 30:35 35
8. შუქურა 26 9 7 10 32:35 34
9. ტორპედო 26 8 10 8 34:30 34
10. კოლხეთი 26 8 9 9 27:28 33
11. მერანი 26 8 8 10 23:25 32
12. ზუგდიდი 26 7 8 11 19:34 29
13. ზესტაფონი 26 6 8 12 40:49 26
14. მეტალურგი 26 6 6 14 22:35 24
15. სიონი 26 6 5 15 25:42 23
16. ვიტ ჯორჯია 26 6 4 16 26:36 22

მეგოლეები:

13 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

11 - გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

8 - გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.102936