ბრიტანული მედიის ცნობით, ქპრ-ს მცველის, რიო ფერდინანდის ცოლი რებეკა ელინგტონი 34 წლის ასაკში კიბოსგან გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელმა განაცხადა:
“ჩემმა მეუღლემ გუშინ ღამით დაგვტოვა. ჩემი ლამაზი ცოლი კიბოსთან ბრძოლაში მშვიდად გარდაიცვალა. ის იყო საოცრად მოსიყვარულე დედა ჩვენი შვილებისთვის. მე ის ძალიან მომენატრება”.
რიოს და რებეკას, რომლებიც 6 წელი ქორქინებაში იყვნენ, 3 შვილი ჰყავთ.