ინგლისური მედიის ინფორმაციით, უელსის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” ფორვარდი გარეთ ბეილი, შესაძლოა, მომდვნო სეზონიდან ბუნდესლიგაში ვიხილოთ. ფეხბურთელისადმი ინტერესს მიუნხენის “ბაიერნი” იჩენს.
25 წლის ფეხბურთელის გადაბირება “მანჩესტერ იუნაიტედს”, “მანჩესტერ სიტის” და ლონდონის “ჩელსისაც” სურთ.
მიმდინარე სეზონში უელსელმა “რეალის” რიგებში 44 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და 11 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ფეხბურთელს “სამეფო გუნდთან” კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.