ფეხბურთი

14:55 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: შეტევა კარგია, მაგრამ მოგება სჯობს!

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა “ვესტ ბრომვიჩთან” “ოლდ ტრაფორდზე” წაგების (0:1) შემდეგ განაცხადა, რომ ყველაფერი არ შეუძლია, რადგან ღმერთი არაა.

“კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თქვენ ფიქრობთ, რომ ღმერთი ვარ, მაგრამ ეს ასე არაა. როდესაც გუნდი კარგად თამაშობს, მოწინააღმდეგე თავს იცავს, შემდეგ კი კონტრშეტევებს ახორციელებს. “ევერტონი” და “ჩელსი” დაცვაში ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდნენ და შედეგად ჩვენ წავაგეთ. ახლა ახალი ეტაპი გვიდგას - კარგია შეტევები, მაგრამ საბოლოოდ ეფექტურად უნდა ვითამაშოთ, რათა მატჩი მოვიგოთ, ეს კი გვაკლია.” – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

“მანჩესტერმა” პრემიერლიგაში ბოლო სამი მატჩი “ვესტ ბრომვიჩთან” (0:1), “ევერტონთან” (0:3) და ლონდონის “ჩელსისთან” (0:1) დათმო და 65 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. “წითელი ეშმაკებს” ჩემპიონობის თეორიული შანსიც კი არ აქვთ.

0.126667