კალათბურთი

14:13 | 3.05.2015 | ნანახია 2721 - ჯერ

მარკოიშვილის 15 ქულა 17 წუთში

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგის მეოთხედფინალური სერია იოლი გამარჯვებით დაიწყო. მოსკოველებმა ყაზახურ ასტანას პირველი ტაიმი 5 ქულით მოუგეს, მეორეში კი მეტოქეს მხოლოდ 16 ქულა (!) ჩააგდებინეს და 45 ქულის სხვაობით – 103:58 გაანადგურეს.

ქართველი კალათბურთელი რუსული გრანდის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 16:44 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მარკოიშვილმა 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და სამქულიანებშიც იდენტური შედეგი ჰქონდა.

მანუმ ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. საქართველოს ნაკრების მცველის დარად 15 ქულა მიითვალა ცსკა-ს კაპიტანმა ვიკტორ ხრიაპამ, 17 ქულითYყველაზე შედეგიანი კი ფრანგი ნანდო დე კოლო იყო.

მეოთხედფინალის მე-2 მატჩი ისევ მოსკოვში 4 მაისს შედგება, სერია კი სამ მოგებამდე გაგრძელდება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:29 | 03.05.2015
Mr_gr (1404)

სად თამაშობს ეს კარგი ბიჭი ხომ არ მეტყვით

21:00 | 03.05.2015
federer (17) (15576)

შედიან ჩვენი ბიჭები ფორმაშიიიი და ძირითადის შემადგენლობა საკმაოდ კარგ ფორმაშიი, ვიქტორას არ ათამაშებდნენ კლუბში, მაგრამ ვიკა ნაკრებში სულ სხვა დონეააა

21:33 | 03.05.2015
მადრიდისტა (17021)

ვიკას ტრამვა აქვს..ამასთან გუნდიდანაც გამოუშვეს

19:02 | 03.05.2015
stoikovich (5984)

მიდი მანუ, ოპტიმალური ფორმით გვჭირდები...

17:48 | 03.05.2015
Kala94 (6114)

საღოლ მანუ !

14:29 | 03.05.2015
federer (17) (15576)

საღოლ მანუს, შედეის უკვე თავის ოპტიმალურ ფორმაშიიი, არცისე დიდ დროში ძალიან სოლიდურ ქულებს აგროვებს

0.129011