ფეხბურთი

13:03 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” პოგბას 60 მილიონად აფასებს

ინგლისური მედიის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” და ლონდონის “ჩელსი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის პოლ პოგბას გადაბირებას შეეცდებიან და ბრიტანულ ფეხბურთში სატრანსფერო რეკორდსაც დაამყარებენ.

ჯერჯერობით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გამოსყიდვასთან ყველაზე ახლოს “პარი სერ ჟერმენია”. გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელი პარიზელებს შეუთანხმდა და ისინიც მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი გირვანქა გადახადონ და პოგბას ჯამაგირად კვირაში 320 000 გირვანქა სტერლინგი დაუნიშნონ.

ფრანგული მედიის ცნობით კი, “იუვენტუსმა” პსჟ-სთან სიტყვიერ შეთანხმებას კი მიაღწია, მაგრამ ელოდება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდს, რათა პოგბას ფასმა უფრო აიწიოს.

0.120771