კალათბურთი

11:08 | 3.05.2015 | ნანახია 2353 - ჯერ

სან ანტონიომ სეზონი დაასრულა
“კლიპერსს” კრის პოლმა მოაგებინა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ერთი მატჩი გაიმართა. “კლიპერსი” ლოს ანჯელესში შარშანდელ ჩემპიონს, “სან ანტონიოს” დაუპირისპირდა. სერიაში ანგარიში 3:3 იყო და ეს შეხვედრა გადაწყვეტდა, ვინ გააგრძელებდა მომდევნო ეტაპზე თამაშს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობებით მიმდინარეობდა. პირველი პერიოდის მიწურულს კრის პოლს კუნთი გაეჭიმა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის ლიდერი მეორე პერიოდში დაბრუნდა. შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე ანგარიში 109:109 იყო, ბურთი “კლიპერსის” ლიდერს კრის პოლს ჰქონდა, გამთამაშებელმა ურთულესი ორქულიანი ესროლა, ბურთი კალათში ჩავარდა და ლოს ანჯელესლებმა “სან ანტონიო” 111:109 დაამარცხეს, სერია 4:3 მოიგეს. “კლიპერსი” კონფერენციის ნახევარფინალში “ჰიუსტონ როკეტს” დაუპირისპირდება.

დღეს, თბილისი დროით 21:00 საათზე, კონფერენციის ნახევარფინალური მატჩების პირველი შეხვედრა გაიმართება. “ატლანტა” შინ “ვაშინგტონს” დაუპირისპირდება, თბილისის დროით 23:30 საათზე კი “გოლდენ სტეიტი” საკუთარ დარბაზში “მემფის გრიზლის” მიიღებს.

“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “სან ანტონიო სპურსი” 111:109 (28:30, 29:25, 22:23, 32:31)

“კლიპერსი”: პოლი (27 ქ. 6 პ.), გრიფინი (24 ქ. 10 პ. 13 მ.), ბარნსი (17 ქ. 5 მ.), კროუფორდი (16 ქ.), რედიკი (14 ქ.), ჯორდანი (7 ქ. 14 მ.), დევისი (6 ქ.)

“სან ანტონიო”: დანკანი (27 ქ. 11 მ.), პარკერი (20 ქ. 5 პ. 5 მ.), გრინი (16 ქ. 8 მ. 5 ბ.), ლეონარდი (13 ქ. 10 მ.), დიაო (12 ქ.), ჯინობილი (8 ქ.), მაილსი (6 ქ.), სპლიტერი (5 ქ.), ბელინელი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=MqBSn-DamjU

“კლიპერსმა” სერია 4:3 მოიგო


კომენტარები (22)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:28 | 04.05.2015
დრენტე))) (747)

მე პირადად ტიმის გამო ვუყურებ საერთოდ კალათბურთს.. ვაფანატებ.. და სან ანტონიოს დიდი ტრიო ხომ საერთოდ ზღაპრული რამაა.. ვირტუოზები არიან.. შოუმენები.. არ ვიცი რა ვუწოდო..

15:24 | 12.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

13:44 | 04.05.2015
federer (17) (15576)

მე ლეიკერსის გულშემატკივარი ვარ და ჩემთვის ნომერ პირველი იგროკი ლიგაში კობია, მაგრამ სპურსი არის ძალიან პატივსაცემი გუნდი ლიგაში და ლეიკერსის მერე სპურსი დგას ჩემთვის.
რაც შეეხება ტრიოს სამივე მაგრად მევასება, მაგრამ ტიმი განსაკუთრებულ სიმპატიას იწვევს ზოგადად საკალათბურთო სამყაროშიიი.

23:20 | 03.05.2015
data96 (4224)

დანკანი წავაო ტყუილად გეიმედებათ მავანს ))))))

არც დანკანი წავა და არც ჯინობილი, პარკერსაც ვიმედოვნებ ასე დრაჩუნა სეზონი არ ექნება, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა ამ სერიებისას, თითქოს ბოლომდე არ იხარჯებოდნენ ტეხასელები, განსაკუთრებით პარკერი, მომავალ წელს დაგვემატება ვინმე გრეგის შერჩეული სნაიპერი და მოვიხოდებით თავიდან

23:50 | 03.05.2015
federer (17) (15576)

რავი უკვე გაუშვეს ტიმი სახლში და სად წაიკითხეს ტიმი წავიდაო არ ვიციი

17:59 | 04.05.2015
sabonis (9584)

ალბად იმიტომ ამბობენ, რომ მთელ თააშში რუსი კომენტატორი იძახდა, შეიძლება ეს თამაში დანკანისთვის და ჯინობილისთვის ბოლო იყოსო. ეგ რის საფუძველზე იძახდა აღარ ვიცი.D

23:13 | 03.05.2015
federer (17) (15576)

თითქმის სრულად ჩაატარა რეგულარული ტიმმა 77 თამაში ითამაშაა 29 წუთს თამაშობდა 14 ქულა, 9 მოხსნა ქონდა საშუალო.
35 წუთს თამაშობდა საშუალოდ ტიმი და 18 ქულას და 11 მოხსნას აკეთებდა პლეიოფშიი
ამ სტატისტიკიდან გამომდინარე წესით უნდა ითამაშოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ ალბათ 3 სეზონიიი

22:50 | 03.05.2015
federer (17) (15576)

გარნეტი რო წავიდეს არ გამოკვირდება კატასტროფულად ქონდა წელს მოკლებული, მაგრამ ტიმს რატო უშვებთ ეგ არ ვიციიი, საშუალოზე მაღალი დონის მოთამაშეთ მაინც ითვლება დღესაც და ტონიც რო ყოფილიყო ხოდზე კიდევ მოახერხებდნენ კლანჭების გამოვლენას.
კობის რაც შეეხება კობი ასე უსიტყვოდ ლიგიდან არ წავააა, 99 % - მჯერა მაგის

20:50 | 03.05.2015
დღევანდელი სპორტი (2667)

არა მხოლოდ ლავია დანაკლისი.პირველ ორ თამაშს ჯეი არ სმიტიც გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო.ჩემი აზრით კლივლენდს ძაან გაუჭირდება ჩიკაგოს გავლაც კი.თუ ჩიკაგო გაიარა სუპერფინალში თავისუფლად გავა გინდ ატლანტა შეხვდეს და გინდ ვაშინგტონი.მაგრამ სუპერფინალში დასავლეთის გუნდთან შანსი არ ექნება ლავის გარეშე.მითუმეტეს თუ გოლდენსტეიტი გავიდა სუპერფინალში იმიტომ რომ გოლდენსტეიტი უკანა ხაზით ბევრად ჯობია კლივლენდს კარი ტომპსონი იგივე ლივინგსტონი და მაღლებშიც აშკარად აჯობებენ ლავის გარეშე.პლუს იგუდალა მაგარ დაცვას ითამაშებს ლებრონზე.თუმცა ვინ იცის რა მოხდება ჯერ კიდევ ბევრი დროა.არავის ვუსურვებ ტრავმას მაგრამ შეიძლება სხვა გუნდებმაც დაკარგონ ლიდერები.

22:56 | 03.05.2015
federer (17) (15576)

ჩიკაგო სერიოზული გუნდია, მილუოკისთან იმაიმუნეს ცოტა, მაგრამ კლივლენდთან თანაბარ ბრძოლას ველოდებიიი, ლავის ფაქტორიდან გამომდინარეე.
როუზიც ნელნელა ემსგავსება თავის თავს, გასოლი კი წელს ერთერთი საუკეთესო 4 ნომერიაა და ვინ უნდა დაუყენონ გასოლს? ლებრონმა უნდა იმეფოს თორე სხვა კომპონენტში არაფრით ჯობნიან

20:33 | 03.05.2015
დღევანდელი სპორტი (2667)

ლავისთვის დასრულდა სეზონი.4-6 თვე გაუცდება ოპერაცია გაიკეთა ასე ეწერა ნბა-ს ოფიციალურ საიტზე.რაც შეეხება იმას რომ კობი და ტიმი კიდევ ითამაშებენ რატომღაც არა მგონია.სავარაოდოდ ტიმი უკვე წავიდა კობი კი გაისად წავა.ეს ჩემი აზრია თორემ თუ ითამაშებენ რა თქმა უნდა გამეხარდება განსაკუთრებით კობის თამაში რა თქმა უნდა.თუმცა ორივე ძაან დიდი ლეგენდები არიან.ყველანაირი გამოკითხვით ორივე არის ყველადროის ათეულში თუმცა მე კობის ჯორდანის მერე მეორეზე ვაყენებ.ჯორდანის გარდა კობიზე მაგარი მე არავინ მგონია.ჩემი ტოპ 10 ყველადროის 1 მაიკლი 2 კობი 3 ვილტი 4 მეჯიქი 5 ლარი 6 კარიმი 7 რასელი 8 შაკი 9 ტიმი 10 ლებრონი.

20:42 | 03.05.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

აუუ რა ცუდია შენი აზრით კლივლენდს ავს სუპერფინალში მოგების შანსი არც ტრისტანი არაა ცუდი იროკი ცენტრზე ათამაშებდნენ მისი სიდაბლის მიუხედავად და ცოტა დროის მაინც კარგად გამოიყურებოდა და ეხლა მძიმედ ათამაშებენ და დროცე ბევრად მეტი ექენბა იმედია კარგად ჩაანაცვლებს

20:14 | 03.05.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

ვერ გაიგე ლავს 4-6 კბირა გაუცდება თუ 4-6 თვე

22:45 | 03.05.2015
federer (17) (15576)

აქ 4-6 კვირა დაიწერააა
ან რა მნიშვნელობა აქვს 6 კვირა თვენახევარია და მერე ლავი ვის რათ უნდაა
ძალიან დიდი დანაკლისი იქნებააა, მაგრად მევასება ლავის და სიამოვნებით ვნახავდი მის თამაშს

18:08 | 03.05.2015
დღევანდელი სპორტი (2667)

კობი ტრამვებმა გააწამა ბოლო სეზონებში.დღემდე მწყდება გული 2013 წლის პლეიოფი რომ გამოტოვა.იმედია წელს გააძლიერებენ და კობი იბრძოლებს ბეჭდისთვის სავარაუდოდ მისთვის ბოლო სეზონში.ვგულისხმობ მომავალ სეზონს მანდ უმთავრდება კონტრაქტი კობის და 20 წლიან გენიალურ კარიერას დაასრულებს მამბა.იმედია მე-6 ბეჭდით.

19:33 | 03.05.2015
federer (17) (15576)

ტიმი 2 სეზონს მაინც ითამაშებს ჩემი აზრით, მისი ფორმიდან გამომდინარე 3 სეზონიც რო ითამაშოს არაა გამორიცხულიიიი.
კობის რაც შეეხება თუ ტრავმებმა არ შეუშალეს ხელი 40 წლამდე მაინც ითამაშებს, ეს არაერთხელ უთქვამს მამბას

18:06 | 03.05.2015
დღევანდელი სპორტი (2667)

ალბათ დანკანიც და ჯინობილიც წავლენ უკვე და შესაბამისად ბოლო თამაში იყო ეს თამაში მათთვის კარიერაში.სან ანტონიო კი კიდევ კარგი ხანი ვერ მოიგებს ნბა-ს.დარჩება რეალურად პარკერი და კავაი.შეიძლება ვინმე დაიმატონ მაგრამ არა მგონია ტიმიზე და მანუზე უკეთესი თან სახელფასო ჭერიდან გამომდინარე 1 ვარსკვლავზე მეტის დამატებას ვერ მოახერხებენ.

20:15 | 03.05.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

მაქსიმუმ ოლდრიჯი დაიმატონ მარა მაიცნ ვსიო კარგახანი ვერ მოიგებენ ნბაის ოლდრიჯი საქმე საქმეზე რომ მიდგეს იკუკავს როგორც გრიზლთან პარკერი ვეღარ ქაჩავს დაბერდა და ლეონარდი მარტო ვერაფერს იზავს

18:04 | 03.05.2015
დღევანდელი სპორტი (2667)

კრის პოლს საღოლ ათრია გუნდი რასაც ქვია.ეს რომ ფინალური სერია ყოფილიყო გრიფინს მიცემდნენ მვპ-ის სტატისტიკით ჯობია პოლს და მიტომ.რეალურად კი პოლმა მოიგო ეს სერია.აი ამიტომ უნდა ნახაო თამაშები და სტატისტიკას დიდი ყურადღება არ უნდა მიაქციო.ზოგი რომ კობის პირველ 3 ბეჭედს შაკს აბრალებს მაგაზეც მეშლება ნერვები.კობიმ გაცილებით მეტი წვლილი შეიტანა იმ სამ ბეჭედში ვიდრე სხვა ფინალური სერიების მვპ-იებმა.კობი მგელია.N 2 ისტორიაში.დანკანი მაგარია მაგრამ 5 ბეჭედი საკმარისია მისთვის.

18:00 | 03.05.2015
დღევანდელი სპორტი (2667)

ძაან გამეხარდა სან ანტონიოს გავარდნა.აწი ვინც უნდა იმან მოიგოს ნბა.არ მინდოდა დანკანს კობისთვის გაესწრო ბეჭდებში.ისე კი ჩემი სიმპატიები ახლა გოლდენსტეიტისკენაა.კარი ატრებს სასწაულ სეზონს და მვპ-იც მას ეკუთვნის ჩემი აზრით.თუ კარიმ მვპ ვერ მოიგო ეს გოლდენსტეიტის ტრენერის კერის ბრალი იქნება.32.7 წუთს ატარებდა პარკეტზე საშუალოდ რაც ცოტაა.36 წუთი რომ მაინც მიეცა კარისთვის საშუალოდ 2-3 ქულით მეტი ექნებოდა საშუალოდ და უეჭველი გახდებოდა მვპ.

17:38 | 03.05.2015
chikovansky (445)

ყველაფერი დაიწერა; ))) 1 სიტყვაც ვერ წავიკითხე დანკანზე ; )))შEუდარებელი ამ ასაკშიც)) მელოუნი ამ ასაკში ბეჭედზე მათხოვრობდა; )))) კარიერის პიკში ასრულებს კარიერას ; )) ზიდანს შევადარებდი ამ კომპონენტში ; ))))))
კრის პოლმა ესეთი ხოდით გააგრძელოს და ბეჭედსაც აირტყამს; )))) წელს ყველაზე რთულია ფინალისტების დასახელება ; ))))) ვნახოთ რა იქნება მომავალში

19:42 | 03.05.2015
federer (17) (15576)

მლოუნს ბეჭედი საერთოდ არააქვს და რომელ ასაკზეა ლაპარაკიიი. მელოუნი პირადი სტატისტიკის კაცი იყოო და კი დაეწია ლამის ჯაბარს, მაგრამ მისი გუნდი რას წარმოადგენდა პლეიოფშიიი. 3-4 ჯერ გაიბრძოლეს, მაგრამ მაინც ვერ მოიგეს

17:06 | 03.05.2015
bbbbbb (2031)

ტონიმ კიდე რაღაც მაინც გააკეთა ჯინობილიმ ვერაფერი ვერ ქნა.

19:31 | 03.05.2015
federer (17) (15576)

რაღაც კი გააკეთა მაგრამ, ვერ იპარკერა საქმე ამაშია.

14:31 | 03.05.2015
milllllani (67)

ეს შედეგი ტონის კისერზეა ყველაზე მეტად. ორჯერ ბოლო წუტებზე კარგი ფორა დააფიქსირეს მაგრამ ეს ზედმეტს იგებდა მთელი თამაში თავის თავზე

14:58 | 03.05.2015
federer (17) (15576)

ტონიმ ეს სეზონი სრულად ჩააგდოო, ვერ იდგა თავის დონეზეეე
ისევ ბებერი ტიმი ლიდერობს გუნდშიი და სჭირდებათ ახალი ძალააა.
იმედია ტონი მომავალ სეზონს უკეთ ჩაატარებს ჯერ არც ისე ბებერიაა

17:35 | 03.05.2015
milllllani (67)

გეთანხმები, ტიმის როლი უდიდესია გუნდში მაგრამ მე მაინც მანუს გამო ვგულშემატკივრობ სპურსს. მანუ არის ალბათ ყველაზე ინტელექტუალი,გუნდური და კიდევ უამრავი საუკეთესო თვისებით დაჯილდოებული კალათბურთელი მათ შორის ვინც მინახავს)

14:01 | 03.05.2015
federer (17) (15576)

აი ეს იყო ნამდვილი პლეიოფიი
კი დამწყდა გული სპურსის გავარდნაზე, მაგრამ დაიმსახურა კლიპერსმა და ვულოცავ ყველა მის გულშემატკივარს

15:24 | 12.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

13:27 | 03.05.2015
Lucky Luciano (3296)

იმედია უბურთოზე დაჯარიმების წესსაც გააუქმებენ მომავალი სეზონისთვის

13:26 | 03.05.2015
Lucky Luciano (3296)

დაიმსახურა გასვლა კლიპერსმა,მაგრამ გამიტყდა სან ანტონიოს გავარდნა... ვორიორსთან მინდოდა კონფერენციის ფინალში,მაგარი სერია იქნებოდა

13:17 | 03.05.2015
stoikovich (5984)

საოცარი მატჩი იყო, ორივე გუნდი იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას, ალბათ მაინც უძლიერესმა გაიმარჯვა, ისე მეც სან ანტონიოს გასვლა მეგონა...

12:46 | 03.05.2015
adp10 (10711)

არადა სან ანტონიო მეგონა გავიდოდა

12:35 | 03.05.2015
Dato Madrid (1088)

ჩვენ ვართ LA,ჩვენ ვართ დაუნდობლები,პლეიოფებისთვის შერჩეული ეს დევიზი სრულიად გაამართლა კლიპერსმა და კრის პოლის და ბლეიკ გრიფინის ფანტასტიკური თამაშით დაუნდობლად გაამგზავრა შინისაკენ ჩემთვის კლივლენდისთვის მაინც ყველაზე სახიფათო მეტოქედ მიჩნეული აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი სან-ანტონიო,მადლობა ორივე გუნდს თვალსასეირო და დაძაბული შვიდთამაშიანი სერიისთვის.ამაღამ დასაწყებ კონფერენციის ნახევარფინალებში მემფისი ალბათ განადგურდება გოლდენ სტეიტთან და კლიპერსს და ვაშინგტონს კი შანსიც აქვთ და ძალიანაც ვუგულშემატკივრებ შესაბამისად ჰიუსტონთან და ატლანტასთან და რაც მთავარია პირვლი თამაშიდანვე უნდა დაიწყოს ლავის ტრამვის მიუხედავად კავალერიამ ჩიკაგოელი ხარების დადუღება.ასეა ეს.

12:13 | 03.05.2015
amigo23 (14112)

კიდევ ერთხელ ბრავოო გრიფინდორსა და კრის პოლსს)))

11:51 | 03.05.2015
Sergio Ramos-CR7 (12995)

კრის პოლმა ძალიან დონე თამაში დადო საღოლლლლლლლლლლლლლლლლლლ

11:58 | 03.05.2015
super (8) (1364)

თვითონაც ძან დონეა...ფაქტობრივად ფეხნატკენმა მოიგო თამაში,,,

0.139997